"უნიქარდმა" პარტნიორებთან ერთად უნივერსალური გათამაშება დაიწყო და "უნიქარდის" ყველა მფლობელს მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალებას აძლევს გახდეს "პორშე კაიენის", 3 ბიზნეს კლასის "ფორდმონდეოს", გარემონტებული ბინის -"აქსის პალასი საირმეზე" ან 10 000 მომენტალური პრიზის, მათ შორის ბარსელონის ტურის მფლობელი.
"უნიქარდის" მფლობელებს "ვისოლის", "სმარტის", "სოკარის", "ჯიპისის", "სითი ფარმას", "ჯინს გალერის" ჯგუფის მაღაზიების, "ვულევუს", "ოქეის", "მეტრო მარტის", "არაის" ობიექტებში მოგების სამმაგი შანსი აქვთ.
პირველი -მომენტალური 10 000-ზე მეტი პრიზის მოგების შანსს მომხმარებელი გათამაშების ბილეთის გადაფხეკისას იღებს. საჩუქრების ჩამონათვალი საინტერესო და მრავალფეროვანია: სასაჩუქრე ვაუჩერები, საწვავის ტალონები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უნიქარდის ქულები, ასევე უნიტური ბარსელონაში. "უნიქარდის" პარტნიორებში მომხმარებელი სხვადასხვა ღირებულების შენაძენზე იღებს გათამაშების გადასაფხეკ ბილეთს.
მეორე- "პორშე კაიენის" ან სამი "ფორდმონდეოს" მოგების შანსს მომხმარებელი იმ შემთხვევაში იღებს, თუ ბილეთის გადაფხეკისას ვერ მოიგებს მომენტალურ პრიზს, გადაფხეკილ ბილეთს მოათავსებს პარტნიორ კომპანიებში არსებულ სპეციალურ ყუთში და დაელოდება გათამაშებას 30 იანვარს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.
მესამე-აქსის პალასში საირმეზე დასრულებული, გარემონტებული სახლის მოგების შანსს მომხმარებელი მიიღებს ელექტრონული ბილეთით, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერ პარტნიორთან დაგროვილ ყოველ 10 ქულაზე გადაეცემა,
გათამაშება დასრულდება 2014 წლის 20 იანვარს. 30 იანვარს კი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გამოვლინდება "პორშე კაიენის", 3 "ფორდმონდეოს" და გარემონტებული ბინის მფლობელი "აქსის პალასში საირმეზე".
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9