მექალთანე იბრაგიმ ფაშას სასიყვარულო ინტრიგები რეალურ ცხოვრებაში

მექალთანე იბრაგიმ ფაშას სასიყვარულო ინტრიგები რეალურ ცხოვრებაში

თურქული სერიალების მოყვარულთათვის, განსაკუთრებით კი "დიდებული საუკუნის" თაყვანისმცემლებისთვის ფარგელოს, იგივე იბრაგიმ ფაშას როლის შემსრულებლის ოკან იალაბიკის ცხოვრება იქნება საინტერესო.

იხილეთ ფოტოგალერეა

ოკანი 1978 წლის 13 დეკემბერს, სტამბოლში დაიბადა. სამსახიობო კარიერაში პირველი ნაბიჯები ოკანმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გადადგა - სკოლის თეატრში ასრულებდა მთავარ როლებს. სწორედ მაშინ მიხვდა იალაბიკი, რომ მისი მოწოდება მსახიობობაა.

იმისათვის, რომ შემოქმედებითი პოტენციალი გაეღრმავებინა, ოკანმა სტამბოლის კონსერვატორიაში ჩააბარა, სადაც მან არა მარტო მუსიკალური განათლება მიიღო, არამედ თურქეთის საუკეთესო პედაგოგებთან გაიღრმავა სამსახიობო ცოდნა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ოკან იალაბიკმა საკუთარი შესაძლებლობები ტელევიზიაში მოსინჯა, კერძოდ კი ტელესერიალებში. პირველი როლი ოკანმა 2003 წელს, სერიალში შერსერი შეასრულა, სადაც მაღალი წრის წარმომადგენელ გოგონაზე შეყვარებული ახალგაზრდა, უმუშევარი ახალგაზრდა განასახირა.

შემდეგ იყო მსახიობის გარდასახვა ფილმში "გამიგე, საყვარელო" (2006 წ.), ამას მოყვა "შემოდგომის ტკივილი", "ნადირობის სეზონი" (რომლისთვისაც უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა) და სხვა...

თუმცა, ყველაზე დიდი პოპულარობა ოკანს "დიდებულმა საუკუნემ" მოუტანა. მსახიობმა არაჩვეულებრივად შეასრულა ფარგელოს როლი, მან უმაღლესი სამსახიობო ოსტატობით გადმოსცა ფილმში სიყვარული, პატივისცემა, შური და კონკურენტებთან ბრძოლის უნარი.

მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სერიალში "დიდებული საუკუნე" ოკანი უმაღლესი პრემიით - "ანტალია" -დააჯილდოეს.

დღეისათვის ოკანს 40-მდე წარმატებული როლი აქვს ნათამაშევი.

მის პირად ცხოვრებაზე კი ცნობილია ის, რომ მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა ულამაზეს თურქ მსახიობ ქალს, ჰანდე სორალს, წყვილი 2 წლის წინ კიდეც უნდა დაქორწინებულიყო, თუმცა, მოვლენები მოულოდნელად შეიცვალა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ახლა მსახიობი სხვა თურქ ლამაზმანს, ასევე მსახიობს, ჰანდე დოგანდემირს ხვდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი - ვის ეკუთვნის მალკოჩოგლუ ბალი ბეის გული?