ხანძარს 80 წლის ქალი ემსხვერპლა

ხანძარს 80 წლის ქალი ემსხვერპლა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ხანძარს 80 წლის ქალი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, ხანძრის შედეგად დამწვარია ორსართულიანი სახლი.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები, თუმცა მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე ებრძვიან ხანძრის კერებს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარის გაჩენა, შესაძლოა, შეშის ღუმელს გამოეწვია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია