ვინ არის ევროპის ყველაზე ელეგანტური პრინცესა?

ვინ არის ევროპის ყველაზე ელეგანტური პრინცესა?

ცნობილი ბრიტანული ონლაინ-გამოცემის მკითხველებმა ევროპის ყველაზე მოხდენილი და ელეგანტური პრინცესა დაასახელეს. ამ ტიტულის მფლობელი ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. რესპონდენტთა 38%-მა ხმა დანიის კრონპრინცესა მერის მისცა. 41 წლის პრინცესა სტილის უზადო შეგრძნებითა და გემოვნებით გამოირჩევა.

ხმათა მიხედვით, მეორე ადგილი ესპანელმა პრინცესამ დაიკავა (26%), მესამე კი - ნიდერლანდების დეოფალ მაქსიმას (15,6) ერგო.

შვედეთის კრონპრინცესა ვიქტორიამ ხმათა მხოლოდ 8% მიიღო, მონაკოს კნეინა შარლინმა - 5%, ბელგიის დედოფალმა მატილდამ - 3,5%, ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტმა - 2%, ხოლო ლუქსენმურგის მემკვიდრე ჰერცოგინია სტეფანიამ - 1,5 %.

საკვირველია, რომ ამ რეიტინგში არ აღმოჩნდა კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი, რომელიც არაერთხელ დაუსახელებით სტილის ხატად, არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. საკმარისია, მხოლოდ ის გავიხსენოთ, რომ მიდლტონი ჟურნალ Vanity Fair-ის ყველაზე გემოვნებიანი ცნობილი ადამიანების საერთაშორისო სიის სათავეში ოთხჯერ აღმოჩნდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება