გაყიდვაშია ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:
წყალში ჩაძირული ტაო-კლარჯეთი
თურქეთში, მდინარე ჭოროხის აუზში გიგანტური ჰესები შენდება. ხეობები წყლით იფარება, სამუდამოდ იღუპება დღემდე შეუსწავლელი ძველი ქართული პროვინციების არქეოლოგია. ვერავინ იტყვის, რა საფრთხეს შეუქმნის წყალსაცავები ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. ფოტორეპორტაჟი ნათელ სურათს შეგიქმნით ხელოვნური "წარღვნის" მასშტაბებზე.
"ქედუხრელი რაინდი" - აფხაზი თავადი ქართული საქმის სამსახურში
არზაყან ემუხვარი გახლავთ კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცების" მთავარი გმირის, თარაშ ემხვარის პროტოტიპი. აფხაზი თავადი ქართული თვითშეგნებით ცხოვრობდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელთა მხარდამხარ იბრძოდა. მისი ცხოვრების შესახებ გამოიცა წიგნი, რომლის ავტორს, ნატო მარშანიას "ისტორიანი" ესაუბრა.
უცნობი მიხა ხელაშვილი
ყველას სმენია "ლექსო, ამოგთქომ, ოხერო" და უმეტესობა მას ხალხური პოეზიის ნიმუშად მიიჩნევს. არადა, მისი ავტორი მიხა ხელაშვილია, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, რომელიც 1924 წელს იმსხვერპლეს ჯალათებმა. მიხა ხელაშვილის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმის გადაღება მიმდინარეობს.
"გემრიელი სტუმრები მყავს და რაცხას ვწიგნავთ..."
"ისტორიანი" განაგრძობს რეპორტაჟების ციკლს თურქეთის საქართველოდან. მოგზაურ ეთნოლოგთა ექსპედიცია სწავლობს იქაური გურჯების ცხოვრებას, მათ შემონახულ ქართულ ენასა და ადათებს, მათ სიხარულს ქართულ კულტურასთან ზიარების გამო და მათ მცდელობას, მეტი შეიტყონ ისტორიული სამშობლოს შესახებ.
ერთი საჰაერო ბრძოლის ისტორია
პირველ მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტზე რუსეთის არმიამ ერთადერთი თურქული თვითმრფინავი ჩამოაგდო. პილოტი და მისი თანამებრძოლი გადარჩნენ. საჰაერო ბრძოლის გამარჯვებული ქართველი შტაბს-კაპიტანი მიხეილ მაჭავარიანი გახლდათ, ხოლო თურქი პილოტი - ვეჩიჰი ჰურკუში, რომელიც მოგვიანებით ლეგენდარული მფრინავი და თურქული ავიაციის მამა გახდა.
გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:
წმინდა მიქაელის მთა - მეორე სანახაობა საფრანგეთში, პარიზის შემდეგ;
ანარქისტები საქართველოში;
შეხვედრა წარსულთან - რით ჰგავს ვაჭარ გირგიდოვის საფლავი ვერის სასაფლაოზე მთაწმინდის პანთეონში ილიას განსასვენებელს;
ჰაინრიხ ჰიმლერი - გერმანიის ბოროტი გენია;
ნაპოლეონი სამხედრო კამპანია ეგვიპტეში...
და კიდევ არაერთ საინტერესო სტატიასა და ინფორმაციას.