სენატორი მაკკეინი ევრომაიდანს ფოტოს უღებს

სენატორი მაკკეინი ევრომაიდანს ფოტოს უღებს

სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ფოტო გავრცელდა, სადაც ის უკრაინის ევრომაიდანზე შეკრებილ მომიტინგეებს ფოტოს უღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ მაკკეინი დღეს ევრომაიდანზე, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მაკკეინი უკრაინაში გუშინ ჩავიდა.

ამერიკელი სენატორი გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ლეონიდ კოჟარას შეხვდა. სენატორი შეხვედრას დადებითად აფასებს.

"კარგი შეხვედრა გვქონდა, მოუთმენლად ველი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს. ვამაყობ, უკრაინელი ხალხით და მათი მტკიცე ძალისხმევით დემოკრატია დაამყარონ ქვეყანაში", - აღნიშნა სენატორმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

უკრაინაში ევროინტეგრაციის მომხრეები სამი კვირაა მაიდანზე აქციებს მართავენ.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, აქციები სამშაბათამდე გაგრძელდება, ვიდრე ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაემგზავრება.

მაიდანზე გაშლილია რამდენიმე ათეული სამხედრო კარავი, რომლებშიც რეგიონებიდან ჩამოსული მომიტინგეები არიან განთავსებული.

დღეს უკრაინაში მრავალათასიანი მიტინგის გამართვა იგეგმება.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო