"საქართველოს ბანკმა" ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების 2014 წლის პრიორიტეტები წარადგინა. მომავალ წელს, "საქართველოს ბანკი" "საქართველოს ბანკის" მომავლის ფონდში" ორი მილიონ 150,000 ლარს გადარიცხავს, რომლიდანაც ერთი მილიონი ლარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, 150,000 ლარი გარემოს დაცვას, ერთი მილიონი კი საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" 2014 წელს საგრანტო კონკურსებს გამოაცხადებს. გრანტის მიღება შშმ პირების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სხვა შესაბამის დაწესებულებებს შეეძლებათ. გრანტის სახით გამოყოფილი თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ინტეგრაციაზე მიმართულ პროექტებს. საქართველოს ბანკი ასევე მოახდენს საკუთარი სერვისცენტრების ადაპტაციას შშმ პირებისთვის. საწყის ეტაპზე "საქართველოს ბანკის" თბილისის 14 საკვანძო სერვისცენტრი აღიჭურვება პანდუსებითა და ელექტროკარით, რისთვისაც ბანკი დამატებით გამოყოფს 180,000 ლარს. მომავალში მოხდება საქართველოს მასშტაბით 100-მდე სერვისცენტრის ადაპტაციაც.
განათლების მიმართულებით "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" განახორციელებს რამდენიმე პროგრამას, მათ შორისაა: მომხმარებელთა ფინანსური განათლების ცენტრის დაარსება, ბიზნესინკუბატორის შექმნა და სტიპენდიების გაცემა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9