ხანძრის შედეგები 158-ე სკოლაში

ხანძრის შედეგები 158-ე სკოლაში

ვაშლიჯვარში მდებარე 158-ე სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა , ხანძარი ერთ-ერთ საკლასო ოთახში გაჩნდა, რომელიც კომპიუტერებით იყო აღჭურვილი.

მისი ინფორმაციით, დაიწვა ერთი ოთახი, თავად სკოლის შენობა კი იმდენად დაკვამლიანდა, რომ ბავშვებისთვის შენობაში გაჩერება უკვე საშიში იყო, რის გამოც სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა.

გიორგაძის თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია და ყველაფერი უსაფრთხოდ არის, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძროს 10 მანქანა. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

იხილეთ ვიდეო: ხანძარი 158-ე სკოლაში - ევაკუაცია და ჩაშლილი სასწავლო პროცესი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია