ძლიერმა ქარმა სკოლა სახურავის გარეშე დატოვა

ძლიერმა ქარმა სკოლა სახურავის გარეშე დატოვა

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს რაიონის ორი სოფელი დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა სახურავის გარეშეა დარჩენილი, ხოლო ლამბალოს საჯარო სკოლა ნაწილობრივ დააზიანა.

სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა დირექტორები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში სასწავლო პროცესის აღდგენა შეუძლებელია.

სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები და ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები. მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული კახეთის ენერგოდისტრიბუცია. ამ დროისთვის კახეთში ელექტროენერგია 30 ათას აბონენტს არ მიეწოდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამასხრუსი უფროსმა, ჟანა დიდებაშვილმა განუცხადა, აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

"35 ათასი აბონენტი იყო გათიშული და ახლა ეს რიცხვი უკვე 30 ათასამდე შემცირდა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე ელექტროენერგია ყველას მიეწოდება", - აღნიშნა დიდებაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია