რომელმა სადაზღვევო კომპანიებმა შეძლეს ყველაზე მეტი პრემიების მოზიდვა სახელმწიფო პროგრამების გარეშე?

რომელმა სადაზღვევო კომპანიებმა შეძლეს ყველაზე მეტი პრემიების მოზიდვა სახელმწიფო პროგრამების გარეშე?

სადაზღვევო კომპანიის რეალურ ბიზნეს-შესაძლებლობებს ის მაჩვენებლები გამოხატავს, სადაც სახელმწიფო პროგრამები გათვალისწინებული არ არის.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა მიმდინარე წლის 3 კვარტლის სტაისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, თუმცა სადაზღვევო ბაზრის რეალური სურათის შესასწავლად ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების გარეშე მოცემული მაჩვენებლებია.

სტატისტიკაში, სადაც სადაზღვევო კომპანიების მიერ მიზიდული პრემიები სახელმწიფო პროგრამების გამოკლებითაა მოცემული, ლიდერი კომპანიების სხვაგვარი გადანაწილება მოხდა:

"ალდაგი" - 70 339 336 ლარი;

"ჯიპიაი ჰოლდინგი" - 46 862 993 ლარი;

"ირაო" - 17 358 052 ლარი;

"არდი" - 16 598 226;

"აისი" - 10 152 360;

მთლიან მონაცემებში კი, რომელშიც სახელმწიფო პროგრამებისგან მიზიდული პრემიებიცაა გათვალისწინებული, ლიდერია "ალდაგი", შემდეგ "ჯიპიაი ჰოლდინგი", "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" და მეოთხე ადგილს "ირაო" იკავებს.

შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა:

"აი სი ჯგუფი" - 36 829 073 ლარი, "ალფა" - 17 166 823 ლარი, "არდი" - 16 598 226 ლარი, "ქართუ" - 11 696 640, "პსპ" სამედიცინო დაზღვევა - 8 443 182, "უნისონი" - 5 930 141.

როგორც სადაზღვევო კომპანია "არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განაცხადა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, სადაც კომპანიები სახელმწიფო სოციალური პროგრამების გაუთვალისწინებლად არიან წარმოდგენილნი, კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებისა და მათი ბიზნეს-შესაძლებლობების რეალურ სურათს ასახავს, ამ კუთხით კი, მისი განცხადებით, კომპანია "არდი" მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა წლის ბოლოსთვს ამ პოზიციის ერთი პუნქტით გაუმჯობესებას გეგმავს.

ჯაფარიძის თქმით, კომპანია "არდის" 100 % ნებაყოფლობითი კლიენტებისგანაა დაკომპლექტებული და ის არა სახელმწიფო პროგრამებს, არამედ კორპორატიულ და საცალო ტიპის დაზღვევას ახორციელებს.

"დღეს არიან ისეთი კომპანიები, რომელთა 90 % სახელმწიფო პროგრამებისგან შედგება, თუმცა მათ უახლოეს მომავალში ბაზრის ახალ რეალობაზე გადაწყობა და მომხმარებლისთვის ადეკვატური სერვისების შეთავაზება მოუწევთ", - აცხადებს ჯაფარიძე. მისივე თქმით, სამომავლოდ კომპანიების ნაწილი, რომელთაც სოციალური პროგრამები აქვთ, ბაზარზე საკუთარ პოზიციებს შეინარჩუნებენ მყარი ფინანსური მდგომარეობის წყალობით, თუმცა მათ ნაწილს ახალ რეალობაზე გადასვლა მოუწევს.

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი სტატისტიკა იმაზე მიანიშნებს, რომ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამების გამოკლებით, კომპანიების მიერ მოზიდულ თანხებს, გიგოლაშვილი ამ მხრივ არსებულ ტენდენციებზე საუბრობს:

"ზოგიერთი კომპანიის პორტფელის დიდი წილი შედგებოდა სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული პრემიებისაგან, რამაც ასეთი კომპანიების ნაწილი მიაჯაჭვა ამ სახელმწიფო პროგრამებს. მათ შესაძლოა მოადუნეს ყურადღება დაზღვევის სხვა სახეობებიდან და ბაზრის ეს სექტორი იმ კომპანიებისთვის გახდა მიმზიდველი, რომლებიც მხოლოდ კომერციულ, (არასახელმწიფოს) დაზღვევას ახორციელებდნენ".

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი