რას ვჭამთ მარხვაში - არის თუ არა ვირთხის გენით მიღებული სოიო მცენარეული საკვები?

რას ვჭამთ მარხვაში - არის თუ არა ვირთხის გენით მიღებული სოიო მცენარეული საკვები?

მეცნიერების დიდი ნაწილის მტკიცებით, დღეს ბუნებრივი სოიო აღარ არსებობს და ნებისმიერ ქვეყანაში მოყვანილი მცენარე გენმოდიციფირებულია. გმ სოიოს კი, როგორც ირკვევა, არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნია; პირიქით, მისი მიღება ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის - "ტვინის გამოშრობა", აუტიზმი, ჩიყვი, უშვილობა, ნაყოფის მოწყვეტა... ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლის მიზეზიც გმ სოიო შეიძლება გახდეს. პარალელურად, მეცნიერები კიდევ ერთ დასკვნამდე მივიდნენ: სოიო ჰომოსექსუალიზმის მიზეზია. ამ ფონზე, ექიმები მშობლებს ურჩევენ, ბავშვებს, განსაკუთრებით ბიჭებს, არ აჭამონ სოიოს შემცველი პროდუქტი. არადა, სოიოსგან "თავისდაღწევა"ძალიან რთულია, რადგან ის მაგალითად ამერიკაში წარმოებული პროდუქციის თითქმის 80%-ის შემადგენლობაშია. შოკოლადის, კანფეტის, ყავის, ძეხვეულის, რძისა თუ სხვა პროდუქტის მწარმოებლები, ინგრედიენტად გმ სოიოს გამოყენებაზე არც სხვა ქვეყნებში ამბობენ უარს.

მსოფლიო მასშტაბით, დღითიდღე იზრდება იმ ექიმების რიცხვი, რომლებიც პაციენტებს მოუწოდებენ, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვან გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ამ მოწოდების საფუძველი შემაშფოთებელი მეცნიერული მტკიცებულებებია - ცხოველებს, რომელთაც გენმოდიფიცირებული პროდუქტით კვებავენ, უნაყოფობა და დაქვეითებული იმუნოსისტემა აქვთ, ისინი ძალიან სწრაფად ბერდებიან, გააჩნიათ ინსულინის დონის რეგულირების პრობლემა, ცვლილებები სხვადასხვა ორგანოებზე... მიმდინარე წლის 19 მაისს, ენვირომენტალური მედიცინის ამერიკულმა აკადემიამ (ემაა) მოუწოდა ექიმებს, ასწავლონ პაციენტებს, როგორ აარიდონ თავი გმო-ს; მეტიც - მედიცინის აკადემია მოუწოდებს პლანეტის ყველა მოქალაქეს, სადაც ხმა მიუწვდებათ, გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გმო მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სპეციალისტები, გმ კულტურებიდან, ყველაზე დიდ ყურადღებას სოიოს მიმართ იჩენენ. ის ერთადერთი მრაცვლეულია, რომელსაც აქვს უნარი, თავის წონაზე რამდენჯერმე მეტი წყალი შეიწოვოს და მასა გაზარდოს. მას შემდეგ, რაც მისი გენმოდიფიცირება მოახდინეს, არ ეკარება არც ერთი მავნებელი, იაფიცაა და უხვმოსავლიანიც. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ სოიო ფართოდ გავრცელებულია: მაგალითად, ევროკავშირი ყოველწლიურად მინიმუმ 50 მილიონ ტონა სოიოს ყიდის, პარალელურად, ის ლამის ყველა პროდუქტის ინგრედიენტად იქცა, აქტიურად გამოიყენება საქონლისა და ფრინველის საკვებადაც... ზოგადად, ბუნებრივ სოიოს, ბევრი კარგი თვისებაც აქვს - ცილებითაა გაჯერებული და მისი კვებითი ღირებულებაც მაღალია, მაგრამ სამწუხაროდ, ბუნებრივი სოიო დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს - ნებისმიერ ქვეყანაში მოწეული თანამედროვე სოიო გენმოდიფიცირებულია! სპეციალისტი-ალერგოლოგი ჯონ ბოილსი ამბობს: "ხშირად ჩამიტარებია ტესტები სოიოზე - ჩვენს დროში ყველა სოიო გენმოდიფიცირებულია და ეს იმდენად საშიშია, რომ ადამიანებს არასოდეს ვურჩევ მის ჭამას". ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ზოგ ქვეყანაში, მაგალითად - ფინეთში, ავსტრალიაში, ვენესუელაში, საბერძნეთსა და შვეიცარიაში სოიოსა და სოიოსშემცველი პროდუქტის შეტანა-გაყიდვა აკრძალულია.

რატომ არის საშიში გმ სოიო? - ამის დასადგენად არაერთი კვლევა ჩატარდა. ზაზუნებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სოიო მღრღნელების უნაყოფობისა და სიკვდილის მიზეზი გახდა. სავალალო შედეგით დასრულდა ორსულ თაგვებზე ჩატარებული კვლევები - მათ ორსულობის განმავლობაში ძირითადად, გმ სოიოთი კვებავდნენ. უმეტესობის შთამომავლობა სამ კვირაში დაიხოცა, გადარჩენილ წრუწუნებს კი, ზრდისა და რეპროდუქციის პრობლემები შეექმნათ.

ამ კვლევების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოიოს მიღება განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. სოიოს სისტემატურმა მიღებამ მუცლის მოწყვეტაც შეიძლება გამოიწვიოს. გმ სოიოში არის საშიში ჰერბიციდი რაუნდაპი. 2008 წელს Benachour&Seralin-ში გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ ამ ჰერბიციდის უმცირეს დოზას (0,000001%) შეუძლია მოკლას ემბრიონის, ჭიპლარის სისხლისა და პლაცენტის უჯრედები. ტვინში დოფამინის ნაკლებობა, ადამიანის აქტიურობას ზღუდავს, ასევე დოფამინი მოქმედებს კუნთებისა და სახსრების განვითარებაზე. დადგინდა, რომ სოიო დოფამინის წარმოქმნას უშლის ხელს, რამაც შეიძლება იმოქმედოს ემბრიონის ტვინზეც და თუ მუცლის მოშლა არ დაფიქსირდა, ბავშვი გონებაშეზღუდული დაიბადოს.

სოიოს მიღება განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ 12 კვირას, რადგან სწორედ ამ დროს შეიძლება მან ნაყოფის ტვინის ფორმირებაში კატასტროფული ცვლილებები გამოიწვიოს. 1999 წელს, სამედიცინო ჟურნალში New England Journal of Medicine, გამოქვეყნდა კვლევა, სადაც წერია, რომ იმ ქალების დიდ ნაწილს, ვინც ორსულობის პირველ კვირებში სოიოსშემცველი პროდუქტი მიიღეს და ნაყოფი შეინარჩუნეს, გონებაშეზღუდული და დაბალი ინტელექტუალური მაჩვენებლის ბავშვები გაუჩნდათ.

სოიო საშიშია ბავშვებისთვისაც. ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი მწარმოებელი მსოფლიოში, საბავშვო კვებაში სოიოს ურევს, რის გამოც, მეცნიერები ძალიან წუხან. სხვა თუ არაფერი, გმ სოიო მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩიყვი. ბავშვებში კი - ჩიყვთან ერთად, აუტოიმუნური დაავადებაც. დასკვნამდე, რომ სოიოს შემცველი საბავშვო კვება ჩიყვსა და აუტიზმს იწვევდა, მეცნიერები ჯერ კიდევ 60-იან წლებში მივიდნენ. კორნელსკის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში კვლევაც ჩატარდა და დადგინდა, რომ აუტისტი ბავშვების უმრავლესობა დაბადებიდან სოიოზე დამზადებული რძით იკვებებოდა. სხვათა შორის, ამ კვლევის დროს მეცნიერები, კიდევ ერთ აღმოჩენამდე მივიდნენ - დიაბეტით დაავადებული ბავშვების დიდ უმრავლესობასაც დედები, სოიოსშემცველ საბავშვო კვებას აძლევდნენ. ამ ფონზე, შვედმა ექიმებმა პირდაპირ გაავრცელეს რეკომენდაცია, არ მივცეთ სოიოსგან წარმოებული პროდუქტი ბავშვებს. ინგლისსა და ავსტრალიაში კი, სამედიცინო ორგანიზაციები მშობლებს მოუწოდებენ, სანამ ბავშვს სოიოს გაასინჯებენ, ექიმთან გაიარონ კონსულტაცია.

ყველა სახეობის სოიო შეიცავს ფლავონოიდებს, რომელიც ქალური ჰორმონის, ესტროგენის მცენარეული ანალოგია. ფიტოესტროგენების მაჩვენებელი სოიოში 1000-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა მცენარეებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოიოს მიღებით, იტარებთ ჰორმონოთერაპიას, რომელმაც ორგანიზმში ბევრი უარყოფითი ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია იგი ბავშვებისთვის. უფრო მეტად კი, ბიჭებისთვის - ესტროგენის ანალოგის მიღებით, ბიჭების ორგანიზმში ქალური ჰორმონების მოჭარბება ხდება. ამ ფონზე, მეცნიერების ნაწილი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ასე გავრცელებული ჰომოსექსუალიზმის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, სოიოა!

პარალელურად, სოიო უნაყოფობის მიზეზიც შეიძლება გახდეს, რადგან იგი ჰორმონალური მცენარეა. განსაკუთრებით საშიშია მისი მიღება მაშინ, როცა ყალიბდება ენდოკრინული სისტემა, საშვილოსნო... სოიოს მიღება გოგონებში ნაადრევ, ანომალიურ სექსუალურ მომწიფებას იწვევს, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, 15-16 წლამდე მკაცრად ვაკონტროლოთ ბავშვების კვების რაციონი და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მასში სოიო არ შედიოდეს.

სოიო ტვინზე მისი შემადგენელი ფიტომჟავის მეშვეობითაც მოქმედებს. ფიტომჟავა, ორგანული მჟავაა, რომელიც ბლოკავს ისეთი უმნიშვნელოვანესი მინერალების ასიმილაციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და თუთია. ეს განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში, რადგან დიეტოლოგ სალლი ფალონის თქმით, ბავშვის ორგანიზმში თუთიის დისბალანსი ზრდას აფერხებს. ზრდის შეფერხება კი, განსაკუთრებით სახიფათოა ჩვილებში, რადგან ხდება ცხიმების დაგროვება მიელინში (ნივთიერება, რომლითაც დაფარულია ნერვული ბოჭკოები), რაც ტვინის განვითარებას უშლის ხელს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ასევე აპათია, მეხსიერების დაქვეითება, ლეთარგია და გონებრივი დაავადებები.

გმ სოიოს არც ზრდასრულებისთვის მოაქვს სარგებელი. მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ 2 თვის განმავლობაში, დღეში 2 ჩაის ჭიქა სოიოს ზეთის მიღება საკმარისია იმისთვის, რომ დაირღვეს ქალის მენსტრუალური ციკლი. პარალელურად, მკვლევარებმა სკანდალური განცხადება გააკეთეს - გმ სოიოს პროდუქტი "ტვინს აშრობს": კვლევაში 4 ათასამდე ხანშიშესული მამაკაცი მონაწილეობდა. ალცჰეიმერის სინდრომის (ტვინის ფატალური დაზიანება) დიაგნოზი კი დაუდგინეს მათ, ვინც ხშირად ჭამდა სოიოსგან დამზადებულ პროდუქტს. შესაბამისად, მეცნიერებმა დადეს დასკვნა - სოიოსმოყვარულებს, ალცჰეიმერით დაავადების 2,4-ჯერ მეტი რისკი აქვთ. იკლებს ტვინის მასა - ზოგადად, ტვინის გამოშრობა ღრმა მოხუცებულობაში იწყება. 864 მამაკაცის გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ მათში, ვინც სოიოს ხშირად მიირთმევს, "ტვინის გამოშრობის"პროცესი ნაადრევადაც იწყება და სწრაფადაც ვითარდება.

ჰავაის ჯანდაცვის კვლევის ცენტრის დოქტორი ლონ უაიტომი მივიდა დასკვნამდე, რომ სისტემატურად მიღების შემთხვევაში, სოიო ორგანიზმს ერთ წელიწადში მინიმუმ 5 წლით აბერებს.

იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 30 გრამი (2 ჩაის კოვზი) სოიოს პროდუქტის მიღება საკმარისია, რათა ერთი თვის შემდეგ, ორგანიზმში აიწიოს თიროიდ-სტეროიდული ჰორმონის (TSH) მაჩვენებელმა, რაც ჩიყვის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

სპეციალისტებმა ასევე გამოარკვიეს, რომ ამერიკაში მოყვანილი გმ სოიო შეიცავს ყველაზე ტოქსიკურ ნივთიერებას, პესტიციდ დიელდრინს, რომელიც არის "დედეტე"-ს, იგივე "დუსტის"მსგავსი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთიერებების გამოყენება ჯერ კიდევ 1970 წელს აიკრძალა, დიელდრინი დღემდე შემოინახა ნიადაგმა, რადგან ძალიან სტაბილური ნივთიერებაა. დიელდრინი 50-ჯერ ტოქსიკურია, ვიდრე "დუსტი". ორგანიზმის მოწამვლის გარდა, ამ ტოქსინს შეუძლია მეხსიერების დაკარგვა და ჰალუცინაციებიც გამოიწვიოს. პარალელურად, სოიო, განსაკუთრებით ის, რომელიც ბავშვთა კვებაშია დამატებული, სხვა ნეიროტოქსინებსაც შეიძლება შეიცავდეს. მაგალითად ალუმინს, კადმიუმსა და ფტორს. კვლევებმა აჩვენა, რომ დედის რძესთან შედარებით, გმ სოიოს რძეში ალუმინის კონცენტრაცია 100-ჯერ მეტია, კადმიუმისა კი - 8-15-ჯერ მეტი.

მავნებლობასთან ერთად, გმ სოიომ, და ზოგადად გმ პროდუქტმა, მეცნიერებს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა - უკვე ცნობილია, რომ თეთრი დათვისგან ყინვაგამძლე გენია აღებული, გველისგან - გვალვაგამძლე გენი... ამ ფონზე არის თუ არა ვეგეტარიანული საკვები, მაგალითად თევზისგენიანი პომიდორი, ძაღლისგენიანი ბადრიჯანი, ვირთაგვასგენიანი კომბოსტო... მეცნიერებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ. ისიც გაურკვეველია, სოიო, რომელშიც მეცნიერების ნაწილის მტკიცებით აგრობაქტერიის ფერმენტის გენია ჩანერგილი, მეორე ნაწილის მტკიცებით კი - ვირთხის გენი, მცენარეული საკვებია თუ ცხოველური? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ ვეგეტარიანელებზე არანაკლებ დააინტერესებს მორწმუნეებს. მათ, ვინც მარხვის დროს სოიოს კოტლეტებს ან მისგან დამზადებულ სხვა კერძს მიირთმევს. სამწუხაროდ, ბიოლოგიური კატეგორია ჯერ ვერ განისაზღვრა და დღემდე ვერ მოხერხდა არის თუ არა სამარხვო. სანამ მეცნიერები ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თავს იმტვრევენ, ვეგეტარიანელებს და მარხულებს ისღა დარჩენიათ, სოიოზე უარი თქვან. მითუმეტეს, როგორც ირკვევა თანამედროვე სოიოს არანაირი სარგებელი არ მოაქვს, პირიქით, ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

რომელი პროდუქტი შეიცვას გმ სოიოს?

გულდასმით წაიკითხეთ თითოეული პროდუქტის შემადგენლობა. თუ პირდაპირ "სოიო"არაა მითითებული, გაითვალისწინეთ, რომ ბაზარზე ტრანსგენური სოიოს ერთი სახეობაა გავრცელებული - GTS 40-3-2. ის იყიდება სავაჭრო მარკით - Roundup Ready (RR). ამერიკული პროდუქტის 80%-ში სოიო არის.

სოიოს უმატებენ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე - პროდუქტის ფასი დაბალი რომ იყოს. სოიოს მსოფლიო მწარმოებელთა შორის ლიდერია კომპანია "მონსანტო". გმ სოიოს ასევე აქტიურად აწარმოებს არგენტინა და ბრაზილია. სოიოს დიდი ნაწილი გამოიყენება ზეთის მისაღებად, დამატებულია ყველა ფარშირებულ პროდუქტში, ყველა სახის სოსისში, ძეხვში, პელმენში, საბავშვო საკვების დიდ ნაწილში, მაიონეზში, რძის პროდუქტების დიდ ნაწილში, ყავაში, შოკოლადში, ზოგჯერ ფქვილშიც - ასეთი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი მალფუჭებადია. თუ პროდუქტი მალე დაობდა, უნდა ივარაუდოთ, რომ მასში სოიო იყო შერეული.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

როდიდან უნდა დაიწყოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვების აცრა საქართველოში - ივანე ჩხაიძის კომენტარი

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა