"საბავშვო კარუსელის" ახალი ნომერი

"საბავშვო კარუსელის" ახალი ნომერი

გამოვიდა ყოველკვირეული შემეცნებით-გასართობი ჟურნალის, "საბავშვო კარუსელის" ახალი ნომერი, რომელშიც ნახავთ:

საბავშვო კროსვორდებს, სკანვორდებსა და რებუსებს.

ლამაზად ილუსტრირებულ, გონების სავარჯიშო ტესტებს, რომელიც პატარებს ზოგადი უნარების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარება.

კალიგრაფიისთვის ხელის გასავარჯიშებელ დავალებებს, გასაფერადებლებს.

ისწავლიან, როგორ დაამზადონ ქაღალდის ფურცლისგან გემი მაკრატლისა და წებოს გარეშე.

ლოგიკურ თავსატეხებს რუბრიკაში "საშინაო დავალებები, რომლებიც ბავშვს განსჯისა და დაკვირვების უნარის გამომუშავებაში ეხმარება.

სამაგიდო თამაშს, რომელის მეხსიერების გასავარჯიშებელია. ამ თამაშში ბავშვთან ერთად მთელ ოჯახს შეუძლია მონაწილეობის მიღება, რაც ბავშვისა და უფროსების დაახლოების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

სახალისო ამოცანებს, რომლებიც მეხსიერებას ავარჯიშებს და ცოდნის შემოწმების საშუალებასაც იძლევა.

განმავითარებელ თამაშებს რუბრიკაში "ყველაზე პატარებისთვის"

თამაშებს ცნობილი მულტპერსონაჟების მონაწილებით.

აგრეთვე ლექსებსა და ზღაპარს.

ჟურნალში ქვეყნდება პატარა მკითხველების ნახატები, რომლებიც შეგიძლიათ რედაქციაში მოგვიტანოთ ან გამოგვიგზავნოთ ჟურნალში მითითებულ მისამართებზე.

ჟურნალის ახალ ნომერშია ფასდაკლების კუპონი, რომლითაც მაღაზია "ბიბლუსის" ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი "ჩემი საშობაო საუნჯე" 14 ლარად (25 ლარის ნაცვლად).

ჟურნალს თან ახლავს ხმოვანი წიგნები სპეციალურ ფასად, თუმცა ჟურნალის შეძენა წიგნის გარეშეც შესაძლებელია.

ძვირფასო მშობლებო, "საბავშვო კარუსელში" გამოქვეყნებული მასალები იმ სპეციალისტების ნაშრომებს ეყრდნობა, რომლებიც სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვთა განვითარებაზე მუშაობენ. შესაბამისად, ჟურნალში წარმოდგენილი სახალისო დავალებები, თავსატეხები, კროსვორდები და სავარჯიშოები ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული. ნუ დაიზარებთ, თვალყური მიადევნეთ თქვენს პატარას ამ დავალებების შესრულებისას, რომლებიც მას ბევრი სასარგებლო უნარ-ჩვევის გამომუშავებაში დაეხმარება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები