"მარშრუტკის" მძღოლი გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა

"მარშრუტკის" მძღოლი გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში #193 მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა.

მამაკაცის გარდაცვალება სავარაუდოდ, გულის შეტევამ გამოიწვია. როგორც AMBEBI.GE-ს კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსში” განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, #193 სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ხაზზე მოძრაობისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც მიკროავტობუსი გააჩერა. მოგვიანებით მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამარშრუტო ტაქსში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან. ჯერჯერობით უცნობია, გადაუხდის თუ არა კომპენსაციას”თბილისის მიკროავტობუსი” გარდაცვლილი მძღოლის ოჯახს.

უბედური შემთხვევა დიდ დიღომში მოხდა. შსს- ს ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია