"პალიტრა L"-მა ირაკლი კაკაბაძის წიგნი "მარგინალური ბოდვები" გამოსცა

"პალიტრა L"-მა ირაკლი კაკაბაძის წიგნი "მარგინალური ბოდვები" გამოსცა

2013 წლის დეკემბრის ბოლოს, წიგნის მაღაზიებში ირაკლი კაკაბაძის წიგნი "მარგინალური ბოდვები" გამოჩნდება. წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"- მა გამოსცა.

"ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვები" უჩვეულო ნაწარმოებია ფორმითა და სტილით. ჟანრის თვალსაზრისით დღიურია, ამავე დროს კი ერთდროულად დოკუმენტური პროზის ნიმუში და მხატვრული ტექსტი. დღიური 2008 წლის 11 სექტემბერს იწყება, აუდიტორიაში, სადაც "მრავალი ძალიან საინტერესო ადამიანი", კერძოდ, თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური სიტუაციის ანალიტიკოსები მოხსენებებს კითხულობენ და განსხვავებულ აზრებს გამოთქვამენ ტერორიზმის, სიღატაკის, ომის, მშვიდობისა და კაცობრიობის შანსების შესახებ. ამ სიტყვებს მოგვიანებით იტყვის, მაშინ, როცა ბოლომდე დაინახავს, რომ ყველას საკუთარი უდაბნო ელის წინ, ან მუდმივად გვერდით დაჰყვება, უდაბნო, სადაც უხილავი სიბნელის რომელიმე რიგითი ინსტრუმენტი, მავანი იურისტი, პოლიტიკოსი თუ კლერკი ფულსა და ძალას შემოგვთავაზებს სიმართლეზე და სიყვარულზე უარის თქმის სანაცვლოდ", - აღნიშნავს ნაირა გელაშვილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "გამომცემლობა პალიტრა L"-დან აცნობეს, ირაკლი კაკაბაძის წიგნის, "მარგინალური ბოდვების" პრეზენტაცია 2014 წლის 16 იანვარს იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს