"ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ხში­რად თვი­თო­ნაც თა­ნახ­მაა, რომ ასე მო­ექ­ც­ნენ"

"ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ხში­რად თვი­თო­ნაც თა­ნახ­მაა, რომ ასე მო­ექ­ც­ნენ"

პო­ე­ტი დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი მი­იჩ­ნევს, რომ დე­დო­ბა სუ­ლაც არ უშ­ლის ხელს სამ­სა­ხურ­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში, პი­რი­ქით, ეს ძა­ლი­ან დი­დი სტი­მუ­ლია. დი­ა­ნა აღი­ა­რებს, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი კუ­ლი­ნა­რია და გულ­წ­რ­ფე­ლად გვიყ­ვე­ბა თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე, შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, მა­მა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ად­რე და­ე­ღუ­პა და რომ­ლის ხსოვ­ნა­საც ყო­ველ­თ­ვის გუ­ლით ატა­რებს:

-  წე­რა ძა­ლი­ან ად­რე და­ვიწყე, მაგ­რამ ის პე­რი­ო­დი, რო­ცა ქარ­თუ­ლი ენის ძა­ლა და სიყ­ვა­რუ­ლი გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვ­თა და მოს­წავ­ლე­თა სა­სახ­ლეს­თან, რო­მელ­საც მა­შინ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლეს ეძახ­დ­ნენ. იქ დამ­ხ­ვ­და ისე­თი უნი­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­გო­რიც მი­ხე­ილ გო­გუ­ა­ძეა. ეს არის სა­ო­ცა­რი ცოდ­ნი­სა და ერუ­დი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, ფი­ზი­კო­სი, ფი­ლო­სო­ფო­სი, პო­ე­ტი, რო­მე­ლიც ფე­ხით მო­დი­ო­და სა­ბურ­თა­ლო­დან, რომ ჩვენ­თ­ვის ეს­წავ­ლე­ბი­ნა. მე-5-მე-6 კლას­ში ვი­ყა­ვი, ძი­რი­თა­დად სამ­შობ­ლო­სა და გა­ზაფხულ­ზე და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი მქონ­და და რო­ცა მას წა­ვა­კითხე, მა­შინ­ვე მითხ­რა - ასე არ უნ­და წერ­დე და სა­ერ­თოდ, ვიდ­რე რა­მეს და­წერ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ უნ­და წა­ი­კითხოო. ჩემ­თ­ვის მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ამ სა­სახ­ლე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი სას­წა­უ­ლი­ვით იყო: ეს იყო უსი­ხა­რუ­ლო 1990-იანი წლე­ბი, რო­დე­საც არ­სად არა­ფე­რი ხდე­ბო­და და მე - ნაც­რის­ფე­რი გა­რე­უბ­ნი­დან წა­მო­სუ­ლი ბავ­შ­ვი, დავ­დი­ო­დი ამ სა­სახ­ლის გა­ნა­თე­ბულ დე­რეფ­ნებ­ში და იქა­უ­რო­ბა სა­ო­ცარ სამ­ყა­როდ მი­მაჩ­ნ­და. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის იყო, რომ იქ გა­ვი­გე სა­ხე­ლე­ბი ავ­ტო­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე არც კი მსმე­ნო­და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან ბევრს ვკითხუ­ლობ­დი, მა­შინ გა­ვი­გე ისე­თი სა­ხე­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, აკუ­ტა­გა­ვა, რილ­კე და ა.შ… არ ვი­ცი, რო­გო­რი პო­ე­ტი ვარ, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცი, რომ პო­ე­ზი­ის ძა­ლი­ან კარ­გი მკითხ­ვე­ლი ვარ და ეს სწო­რედ ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლის, მი­ხე­ილ გო­გუ­ა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც დღემ­დე ას­წავ­ლის სა­სახ­ლე­ში. მან ჩემს გარ­და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, ჩვენ, მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი, დღე­საც მივ­დი­ვართ მას­თან, მე მას ყო­ველ­თ­ვის ვა­კითხებ ჩემს ნა­წე­რებს, რჩე­ვა­საც ვე­კითხე­ბი და მის აზრს ყო­ველ­თ­ვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა მას იმი­სათ­ვის, რა­საც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის აკე­თებ­და და დღემ­დე აკე­თებს.

-  დი­ა­ნა, გყავთ ოჯა­ხი, შვი­ლი, რო­მელ­საც ალ­ბათ თქვე­ნი დრო­ის დი­დი ნა­წი­ლი მი­აქვს, რო­გორ უთავ­სებთ ამ ყვე­ლა­ფერს პო­ე­ზი­ას?

-  უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ოჯახ­სა და პო­ე­ზი­ას ძა­ლი­ან კარ­გად ვუ­თავ­სებ ერ­თ­მა­ნეთს, უფ­რო მე­ტიც, ყვე­ლა­ზე რუ­ტი­ნულ პე­რი­ოდ­ში, ურ­თუ­ლე­სი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის პირობებში, ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი პო­ე­ტუ­რი პე­რი­ო­დი მქონ­და. ისე კი, სულ ვწუ­წუ­ნებ, რომ ვე­ღარ ვწერ, რად­გან უც­ნა­უ­რი რა­ღაც და­მე­მარ­თა: რო­დე­საც ჩე­მი ცხოვ­რე­ბა და­ლაგ­და, რო­დე­საც ვი­პო­ვე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ და რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორტს მიქ­მ­ნის, თით­ქოს უფ­რო ძნე­ლი გახ­და წე­რა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩე­მი ენერ­გი­ი­სა და დრო­ის დიდი ნა­წი­ლი მი­აქვს ჩემს შვილს გი­ორ­გის, რო­მე­ლიც ახ­ლა გახ­დე­ბა სა­მი წლის. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შვი­ლი მყავს: წერს, კითხუ­ლობს, ან­გა­რი­შობს, მაგ­რამ არ ლა­პა­რა­კობს. ზოგ­ჯერ ვხუმ­რობ, ეტყო­ბა, რა­ღა­ცას გვი­მა­ლავს-მეთ­ქი. ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი პო­ე­ტი, მაია სა­რიშ­ვი­ლი შემ­ხ­ვ­და და მან თქვა ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფრა­ზა: დე­დებს შვი­ლე­ბის ში­ში კლავს და ამა­ვე დროს აცოცხ­ლებ­სო. მარ­თ­ლაც ასეა: რო­ცა ყო­ველ­დღი­უ­რი ში­ში გაქვს - რო­ცა შე­ნი შვი­ლი ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, ან ცუ­დად ჭა­მა, ან შუბ­ლი აქვს ცხე­ლი, მეტ­ზე ვე­რა­ფერ­ზე ფიქ­რობ და ეს აცოცხ­ლებს დე­დას, მაგ­რამ ამა­ვე დროს, თით­ქოს წლებ­საც აკ­ლებს. ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩე­მი შვი­ლი სას­წა­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­დარ­ჩა: ზუს­ტად ორი წა­მით მო­ვა­დუ­ნე ყუ­რადღე­ბა, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ი­დან გა­მე­პა­რა და შუა მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე, სა­ში­ნელ მოძ­რა­ო­ბა­ში, გზის­კენ გა­იქ­ცა. არ ვი­ცი, მა­შინ რა და­მე­მარ­თა, ვხე­დავ­დი, რო­გორ გარ­ბო­და გი­ორ­გი მან­ქა­ნე­ბის ტალ­ღი­სა­კენ, მაგ­რამ რო­გორც კი გზას მი­უ­ახ­ლოვ­და, შუქნი­შა­ნი აინ­თო და მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ ბავ­შ­ვებს მარ­თ­ლა სხვა ძა­ლა იფა­რავს იმ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, რო­ცა ჩვენ, დე­დებს, ყუ­რადღე­ბა წა­მი­ე­რად გვი­დუნ­დე­ბა.

-  თქვენ ხართ ავ­ტო­რი წიგ­ნი­სა, რო­მელ­საც "პი­რა­დი კუ­ლი­ნა­რი­ა" და­არ­ქ­ვით, რო­გო­რი კუ­ლი­ნა­რი ხართ?

-  ეს წიგ­ნი ჩე­მი ერ­თა­დერ­თი პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლია, სა­დაც ჩე­მი წარ­სუ­ლი, აწ­მ­ყო და სა­ერ­თოდ, ჩე­მი ამ­ბე­ბი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტე­ბით მაქვს გად­მო­ცე­მუ­ლი. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ არა­სო­დეს იმ­დე­ნი მკითხ­ვე­ლი არ მყო­ლია, არა­სო­დეს არ გა­მომ­ხ­მა­უ­რე­ბია იმ­დე­ნი ხალ­ხი, რამ­დე­ნიც ამ წიგნს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი­და­ნაც კი მწერ­დ­ნენ. ვა­ღი­ა­რებ, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყოფ­ნა ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი საქ­მეა, ძა­ლი­ან მომ­წონს რა­ღა­ცე­ბის რა­ღა­ცებ­თან შე­ზა­ვე­ბა და ეს პო­ე­ზი­ას მა­გო­ნებს: პო­ე­ზი­ა­შიც ხომ რამ­დე­ნი­მე ინ­გ­რედ­ი­ენ­ტი გჭირ­დე­ბა ერ­თად - ენა, სიტყ­ვე­ბი, რიტ­მი, სტრუქ­ტუ­რა და ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­ზა­ვე­ბა. ასე­ვეა კერ­ძის შემ­თხ­ვე­ვა­შიც და რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი გა­მომ­დის.

-  დი­ა­ნა, არც ისე დი­დი ხნის წინ ჩა­ტარ­და გა­მო­კითხ­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რეს­პონ­დენ­ტ­თა 34 პრო­ცენ­ტ­ზე მეტ­მა თქვა, რომ ქმარ­მა შე­იძ­ლე­ბა ცოლს სცე­მოს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მან საჭ­მე­ლი დაწ­ვა, უკითხა­ვად გა­ვი­და სახ­ლი­დან, ქმარს ეჩხუ­ბა და ა.შ…

-  მე ეს არ მეს­მის! ვფიქ­რობ, რომ არ არ­სე­ბობს მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც კაცს აქვს უფ­ლე­ბა, ცოლ­ზე ხე­ლი აღ­მარ­თოს. სხვა­თა შო­რის, მარ­ტო ფი­ზი­კუ­რი კი არა, ზოგ­ჯერ სიტყ­ვი­ე­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა უფ­რო რთუ­ლია. ყვე­ლა­ზე მძი­მე ამ ამ­ბავ­ში მა­ინც ის არის, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ხში­რად თვი­თო­ნაც თა­ნახ­მაა, რომ ასე მო­ექ­ც­ნენ. ამა­ზე უფ­რო ად­რეც ჩა­ტარ­და გა­მო­კითხ­ვა, სა­დაც ქა­ლე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობ­და, ქმარს აქვს უფ­ლე­ბა ხე­ლი აღ­მარ­თოს ჩემ­ზეო, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ამ­ბობ­და, რომ ამის გა­რეთ გა­მო­ტა­ნა სირ­ცხ­ვი­ლია. მე მარ­თ­ლა მგო­ნია, რომ მო­ძა­ლა­დე კა­ცის გვერ­დით სა­ერ­თოდ არ არის ქა­ლის ად­გი­ლი და რო­დე­საც მა­მა­კა­ცი ძა­ლა­დობს, ის უკ­ვე მა­მა­კა­ციც აღარ არის. ალ­ბათ, ასეთ ქა­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­და უქ­მ­ნი­დეს პი­რო­ბებს, რომ ისი­ნი დრო­უ­ლად მო­შორ­დ­ნენ მო­ძა­ლა­დეს. ამი­ტო­მაც არის სა­ჭი­რო გა­ნათ­ლე­ბა: რო­დე­საც ქა­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლია და აქვს თა­ვი­სი საქ­მე, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი, მას აღარ ეში­ნია მო­ძა­ლა­დი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვი­სა, მაგ­რამ რაც უფ­რო უმ­წეოა ის, მით უფ­რო იოლად იჩაგ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სუსტს ყვე­ლა ერ­ჩის, ეს მგლუ­რი კა­ნო­ნია, მაგ­რამ ხში­რად ასე ხდე­ბა ხოლ­მე. რო­დე­საც ქა­ლი სა­მი შვი­ლით მო­დის მო­ძა­ლა­დის ოჯა­ხი­დან, მას უნ­და ჰქონ­დეს წა­სას­ვ­ლე­ლი, სამ­სა­ხუ­რი და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვიც ირ­ჩი­ნოს და შვი­ლე­ბიც აღ­ზარ­დოს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს