რა უნდა ქნათ, თუ კომპიუტერთან მუშაობისას თვალები გტკივათ

რა უნდა ქნათ, თუ კომპიუტერთან მუშაობისას თვალები გტკივათ

კომპიუტერთან დიდხანს მუშაობისას თვალი იტვირთება. ბევრს სტკივა თვალი, შუბლის არე და უჩნდება სიმშრალის შეგრძნება. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია სწორედ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობით იყოს გამოწვეული. რა უნდა გავაკეთოთ, რომ "კომპიუტერული მხედველობის სინდრომი" (CVS) ექიმის გარეშე ავიცილოთ თავიდან.

1. დალიეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხე, გამოიყენეთ თვალის წვეთები - ე.წ. ხელოვნური ცრემლი.

2. ყოველ ორ საათში მოწყდით კომპიუტერს, ადექით, გაიკეთეთ ჩაი, შეასრულეთ რამდენიმე სავარჯიშო.

3. დაარეგულირეთ მონიტორის სიმკვეთრე ისე, რომ ის შეესაბამებოდეს ოთახში არსებულ განათებას.

4. გაწმინდეთ მონიტორი. მონიტორზე არსებული მტვრის ფენა უფრო მეტად ღლის თვალს.

გააკეთეთ თვალის სავარჯიშოები, რომელიც დაგეხმარებათ დაღლილობის მოხსნაში. შეასრულეთ ისინი ყოველ ჯერზე, როცა დისკომფორტს იგრძნობთ.

გთავაზობთ სავარჯიშოებს დაღლილი თვალისთვის:

1. ისე რომ, თავი არ მიატრიალოთ, რამდენჯერმე აიხედეთ ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ. გააკეთეთ ეს ჯერ ღია, შემდეგ დახუჭული თვალით.

2. "დახატეთ წრეები" დახუჭული და ღია თვალებით. ჯერ ერთი, მერე მეორე მიმართულებით.

3. ამოძრავეთ თვალის გუგები ისე, რომ დაიხატოს რვიანი.

4. სწრაფად და მსუბუქად ახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში.

5. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი დახუჭულ თვალებზე თითის ბალიშებით.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა

ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის - "სქესის გამო, ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი"

როგორ გამოვიყენოთ სწორად პირბადე, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება