როგორ ავამუშავოთ საყვარელი მოწყობილობა უნიტაზში ჩავარდნის შემდეგ

როგორ ავამუშავოთ საყვარელი მოწყობილობა უნიტაზში ჩავარდნის შემდეგ

20 წლის გამომგონებელმა ოლივერ მერფიმ წყალში ჩავარდნილი ტელეფონის ამუშვების მახვილგონივრული სიტემა შეიმუშავა.

"ადამიანების უმეტესობა ვერ ხვდება, რატომ ფუჭდება ტელეფონი, როდესაც იგი წყალში ვარდება, სინამდვილეში, საქმე არა წყალში, არამედ მინერალებში და სხვადასხვა მინარევებშია, რომლებიც ტელეფონის კომპონენტებში ილექება", - ამბობს მერფი.

სხვადასხვა სარეცხ საშუალებებზე ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მერფიმ განსაკუთრებული შემადგენლობა იპოვა, რომელიც ამ დანალექს უსაფრთხოდ აცილებს, შედეგად ტელეფონი ახალივით გამოყურება. მან წელს, ივლისში საკუთარი პროდუქტის გაყიდვა დაიწყო, რომელსაც Reviveaphone დაარქვა.

ნაკრები, რომელიც 25 დოლარი ღირს, ტომარისგან, პატარა სინისა და "საიდუმლო" გამხსნელისგან შედგება. დაზიანებულ ტელეფონს ტომარაში ათავსებენ და სითხეში შვიდი წუთით დებენ, შემდეგ კი ის 24 საათის განმავლობაში შრება.

ნებისმიერი სითხე, მათ შორის წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ლუდი, აპარატს 90% შემთხვევაში სცილდება. "ასეთ საქმეში 100-პროცენტიანი წარმატების გარანტია შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ფულს დაგიბრუნებთ, თუ საშუალება არ დაგეხმარებათ",- განაცხადა მერფიმ.

მერფიმ საკუთარი ბიზნესი 400 ფუნტით დაიწყო და თავიდან ნაკრებს საკუთარი ხელით ამზადებდა.

"მინდა, რომ Reviveaphone-ის წარმოება ბრიტანეთში დარჩეს",-ამბობს იგი. ამჟამად, მერფის გამოგონება პატენტის მოპოვების პოცედურას გადის.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.