"უნიქარდის" და მისი პარტნიორების გათამაშება "მოგების სამმაგი შანსი და 10 000 გამარჯვებული" გრძელდება!

"უნიქარდის" და მისი პარტნიორების გათამაშება "მოგების სამმაგი შანსი და 10 000 გამარჯვებული" გრძელდება!

"უნიქარდის" და მისი პარტნიორების გათამაშება "მოგების სამმაგი შანსი და 10 000 გამარჯვებული" გრძელდება!

უნიკალური გათამაშება ყველა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გახდეს "პორშე კაიენის", 3 ბიზნეს კლასის "ფორდ მონდეოს", გარემონტებული ბინის-"აქსის პალასი საირმეზე" ან 10 000 სხვა მომენტალური პრიზის, მათ შორის ბარსელონის ტურის მფლობელი.

პირველი-მომენტალური პრიზების მოგების შანსი. 10 000-ზე მეტი პრიზი უნიქარდმა და მისმა პარტნიორებმა: სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტმა", "ვისოლმა", "ჯიპისიმ", "სითი ფარმამ", "ჯინს გალერი" ჯგუფის მაღაზიებმა, "ვულე ვუმ", "არაი თუმოროუმ", "მეტრომარტმა", "ოქეიმ", "სოკარმა" დააწესეს.

მეორე-ავტომობილის მოგების შანსი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოიგებს მომენტალურ პრიზს, იმავე ბილეთით მას ეძლევა შანსი 30 იანვარს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მოიგოს "პორშე კაიენი" ან სამი "ფორდ მონდეოდან" ერთ-ერთი.

მესამე-ბინის მოგების შანსი-ელექტრონული ბილეთი, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერ პარტნიორთან ყოველ დაგროვილ 10 ქულაზე გადაეცემა, საშუალებას აძლევს გახდეს გარემონტებული ბინის მფლობელი დასრულებულ სახლში-"აქსის პალასი საირმეზე".

"რაც უფრო ხშირად გაატარებთ "უნიქარდს", მით მეტია მოგების შანსი"-აღნიშნავს "ვულე ვუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ნოდია - "საქართველოში ძალიან ხშირია წამახალისებელი გათამაშება, მაგრამ ვფიქრობ მსგავსი მასშტაბის გათამაშება არ ყოფილა. "უნიქარდი" და "ვულე ვუ" პირველი დღიდან პარტნიორები არიან, როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ახალი იდეები აქვთ და სურთ რომ გაგვიზიარონ, ვერც კი წარმოვიდგენდით რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას ასეთ მოკლე ხანში შეასხამდნენ ფრთებს. "უნიქარდი" უნიკალური პროდუქტია, ის მართლაც ყველასთვის არის, ამ გათამაშებით ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდება. ამჟამად "ვულე-ვუში" აქცია მიმდინარეობს-1+1 და განსაკუთრებულ ფასებს ვთავაზობთ მომხმარებლებს გარკვეულ პროდუქციაზე. ჩვენ დაგეხმარებით წინასაახალწლოდ ამაღლებული განწყობის შექმნაში. ასე რომ "ვულე-ვუ" და "უნიქარდი" გელით".

"უნიქარდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა კოშაძე-"დღეისათვის უკვე 3000-ზე მეტმა "უნიქარდის" მფლობელმა მიიღო მომენტალური გათამაშების პრიზი. მომხმარებლების მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობა იგრძნობა. "უნიქარდი" მოხარულია რომ პარტნიორებთან ერთად მსგავსი მასშტაბის გათამაშება შესთავაზა მომხმარებლებს. მოუთმენლად ველი გათამაშების დღეს, 30 იანვარს, როდესაც"პორშეს", სამი "ფორდის" და ბინის მფლობელის ვინაობას შევიტყობთ. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება".

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი