დამანგრეველი შტორმი ევროპაში

დამანგრეველი შტორმი ევროპაში

დიდ ბრიტანეთში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის სამხრეთით 150 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უამინდობის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მოძრაობა, შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები და თითქმის სრულად პარალიზებულია საბორნე მიმოსვლა დიდ ბრიტანეთსა და ევროპის კონტინენტს შორის. შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ქარის სიჩქარემ 140 კილომეტრი საათში მიაღწია.

ძლიერი ქარია ბელგიაშიც, სადაც ქარმა ხეები მოგლიჯა და ასობით სახლს სახურავი გადახადა. საფრანგეთში კი შტორმის შედეგად ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რაიონები დაზარალდა, 240 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, საფრანგეთში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ძლიერი ქარის გამო ესპანეთის ჩრდილოეთით – ბილბაოს, ასტურიას, სანტანდერისა და ვიგოს აეროპორტებმა რეისები შეაჩერეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია