"სა-ზამთრო თამაში" - სახალისო გათამაშება ავტომობილების მფლობელებისთვის

 "სა-ზამთრო თამაში" - სახალისო გათამაშება ავტომობილების მფლობელებისთვის

ყურადღება - იწყება რადიო პალიტრის "სა-ზამთრო თამაში"!!!

არ გამოგრჩეს!

ჩართე "პალიტრა", ჩაერთე თამაშში და გახდი საუკეთესო საჩუქრების მფლობელი!

როგორ?

იპოვე ორიგინალური, მხოლოდ შენთვის შექმნილი სახალისო სტიკერი "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში.

შემდეგ?

მიიღე "სტიკერი" და გააკარი შენს მანქანაზე!

შემდეგ?

დაგველოდე!

ჩვენ ქალაქში დავდივართ, სწორედ შენს მანქანაზე გაკრულ "პალიტრის" სტიკერს ვეძებთ!

შენ უსმენ "პალიტრას?" ჩვენ გპოულობთ და რადიოთი გატყობინებთ, სად და როდის გააჩერო მანქანა.

რატომ?

იმიტომ, რომ იქვე გადმოგცეთ განსაკუთრებული საჩუქარი.

ჩართე "პალიტრა" და ჩაერთე თამაშში!

გავესაუბრეთ მარიამ ცაიშვილს, "პალიტრა მედიის" ტელე და რადიო მარკეტინგის მენეჯერს:

- როდესაც დავიწყეთ "სა-ზამთრო თამაში", დავამზადეთ სხაგასხვანაირი სახალისო სტიკერი. თითოეულს აწერია: "მე ვუსმენ "რადიო პალიტრას" FM 103,9". სტიკერები გაზეთ ”კვირის პალიტრის” საშუალებით გავრცელდა. ახლა კი მისი მიღება ნებისმიერ მსურველს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეუძლია.

ჩვენი მანქანა კი ყოველდღე გადის ქუჩებში და აღნიშნული სტიკერის მქონე ავტომობილებს ეძებს, რომელსაც პარალელურად რადიოც აქვს ჩვენს ტალღაზე მომართული. მთავრია პირობაა ის, რომ მძღოლს რადიო ჰქონდეს ჩართული. ასეთი ადამიანი ადგილზე დასაჩუქრდება ამა თუ იმ ბრენდის მიერ მოძღვნილი სპეციალური საჩუქრით. გამარჯვებულები უკვე საკმაოდ გამოვლინდნენ.

- რადგან გათამაშებას "სა-ზამთრო" ჰქვია, შესაბამისად ის ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, არა?

- გვინდა, რომ ეს გათამაშება მთელი ზამთრის განმავლობაში გაგრძელდეს. ადამიანები სხადასხვანაირ პრიზებს მიიღებენ. ეს არის ტექნიკა, წიგნი, საკვები პროდუქტი და ა.შ. ასე რომ, რადიომსმენელებს მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთვნენ გათამაშებაში. წესები, ვიმეორებ, მარტივია: აიღეთ სტიკერი, გააკარით მანქანაზე, რადიომიმღები მომართეთ FM 103.9-ზე და მიიღეთ საჩუქარი!

იხილეთ ვიდეო

ლალი ფაცია, Ambebi.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები