წლის საუკეთესო წიგნად ნილ გეიმანის რომანი აღიარეს

წლის საუკეთესო წიგნად ნილ გეიმანის რომანი აღიარეს

წლის საუკეთესო წიგნი ბრიტანულ პრემია Specsavers National Book Awards-ის ვერსიით, ნილ გეიმანის რომანი - "გზის ბოლოს ოკეანეა" ("The Ocean at the End of the Lane") გახდა.

გეიმანის რომანმა გამარჯვება ღია ინტერნერტ-არჩევნების შედეგად მოიპოვა, რომელშიც მკითხველებმა 10 სხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ამოარჩიეს - მათი სახელები 11 დეკემბერს საზეიმო ცერემონიაზე გამოაცხადეს.

რომანმა ხმების რაოდენობით კონკურსანტებს - მალალა იუსაფზაის, რობერტ ჰარისის, კეიტ ატკინსონის საბავშვო წიგნების ავტორ დევიდ უოლიამსის ნაწარმოებებს გაუსწრო. 

გეიმანი ადრე საუკეთესოდ აღიარეს კატეგორიაში "წლის საუკეთესო აუდიოწიგნი" - რომანის აუდიოვერსია მწერალმა თავად ჩაწერა.

Specsavers National Book Awards-ის თითოეული ნომინაციის მოკლე სიას ყოველწლიურად 50 ექსპერტი არჩევს. რომელთა შორის საგამომცემლო სფეროს წარომადგენლები, წიგნებით მოვაჭრეები და ლიტერატურის კრიტიკოსები არიან. ცალკეულ კატეგორიებში გამარჯვებულებს 750 აკადემიკოსი კენჭისყრით ირჩევს.

Specsavers National Book Awards-ის ვერსიით, 2012 წლის საუკეთესო წიგნი ელ ჯეიმსის "ნაცრისფერის 50 ჩრდილი" იყო.

"გზის ბოლოს ოკეანეა" - გეიმანის ბოლო რომანია, რომელიც 2013 წელს გამოვიდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს