ადამიანის სხეულში ჩიპებსა და სენსორებს ჩაამონტაჟებენ

ადამიანის სხეულში ჩიპებსა და სენსორებს ჩაამონტაჟებენ

სამედიცინო სფეროში ახალი ერა იწყება - მალე დიაგნოზის დასმა სხეულში ჩამონტაჟებული ჩიპებით იქნება შესაძლებელი. სენსორები და ჩიპები უკვე გამოიყენება და მისი დახვეწა მიმდინარეობს.

"ეს მხოლოდ დროის საკითხია, ჩიპები პაციენტის სხეულში, კანქვეშ თავსდება", - ამბობს ორგანიზაცია Electronic Frontier-ის მთავარი ტექნოლოგი პიტერ ეკერსლი.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ხელსაწყოს წყალობით, პიროვნების აქტივობის დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდება. კომპანია Proteus Biomedical-ის წარმომადგენლის არნა იონესკუს თქმით, ამ ხერხით ქრონიკული დაავადებების აღმოფხვრაა შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, ციფრული მოწყობილობა სამომხმარებლო ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. სენსორების წყალობით, ექიმს სრული ინფორმაცია ექნება, როგორ რეაგირებს პაციენტი მედიკამენტზე, რა დოზაა მისი ორგანიზმისთვის საჭირო და სხვა.

მომზადებულია cnbc.com-ის მიხედვით.