მტკვარში ავტომანქანის გადავარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მტკვარში ავტომანქანის გადავარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს დილით ორთაჭალაში, მტკვარში ავტომანქანა გადავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, "ჯიპის" ტიპის ავტომანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

მათივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ უცნობია, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომანქანაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი მტკვარმა წაიღო.

რაც შეეხება მეორე მგზავრს, მის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებშიც მუშაობენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია