პრინცმა უილიამმა კემბრიჯში ჩააბარა

პრინცმა უილიამმა კემბრიჯში ჩააბარა

ბრიტანეთის პრინცი უილიამი კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთი განყოფილების პროგრამის ფარგლებში 10-კვირიან კურსს გაივლის, სპეციალობით - "მენეჯმენტი სოფლის მეურნეობის დარგში".

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უილიამი ყოველკვირეულად 18-20 საათის განმავლობაში ლექციებსა და სემინარებს დაესწრება. პრინცი უილიამი სწავლას 2014 წლის იანვარში დაიწყებს, კურსი მარტის შუა რიცხვებში დამთავრდება. მოსალოდნელია, რომ სწავლის პერიოდში იგი საცხოვრებლად კემბრიჯში გადავა.

როგორც სააგენტო Agence France-Presse აღნიშნავს, სწავლა უილიამს კორნუოლის საჰერცოგოს უკეთ მართვაში დაეხმარება, რომელიც მას მამისგან, პრინც ჩარლზისგან მემკვიდრეობით ერგება, როდესაც იგი ბრიტანეთის ტახტზე ავა.

უილიამს კემბრიჯში არასდროს უსწავლია. სკოლის შემდეგ მან პრესტიჟულ იტონის კოლეჯში ჩააბარა, შემდეგ სწავლა შოტლანდიის სანტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში გააგრძელა.  2006 წელს პრინცი სამხედრო აკადემია სენდჰესტში ჩაირიცხა, სადაც ვერტმფრენის პილოტის პროფესიას დაეუფლა. სწავლის დასრულების შემდეგ უილიამმა ბრიტანეთის საჰაერო ძალებში გააგრძელა სამსახური. 2013 წელს ვაჟის, ჯორჯის დაბადების შემდეგ ჯარი მიატოვა, რომ ოჯახურ ცხოვრებას დაბრუნებოდა და სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობა შეესრულებინა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს