თბილისში ქალბატონს ასაფეთქებელი მოწყობილობა თავზე აუფეთქეს - პიროტექნიკის საახალწლო მსხვერპლნი

თბილისში ქალბატონს ასაფეთქებელი მოწყობილობა თავზე აუფეთქეს - პიროტექნიკის საახალწლო მსხვერპლნი

თბილისში ქალს ასაფეთქებელი მოწყობილობა თავზე აუფეთქეს. შემთხვევა ახალი წლის დღეებში მოხდა. პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ქალი თავის არეში დაიჭრა. ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს თავის არეში ღია ჭრილობა აღენიშნებოდა. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც Ambebi.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანების 20 შემთხვევა დაფიქსირდა.

31 დეკემბერს პიროტექნიკით სხეულის დაზიანება 11 ადამიანმა მიიღო, ორ მოქალაქეს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.

1 იანვარს კი პიროტექნიკის აფეთქების გამო სასწრაფო დახმარების გამოძახების 4 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 იანვარს კი - 5.

დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდათ, მათ შორის თვალებსა და ხელის კიდურებზე.

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, თვალი 8 წლის ბავშვსაც დაუზიანდა, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს.

ამასთან, სმენის პრობლემები შეექმნა ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, დროებით დაყრუვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისში 31 დეკემბერს სასწრაფოს გამოძახების სულ 1530 შემთხვევა დაფიქსირდა. აქიდან ჰოსპიტალიზაცია 270 ადამიანს დასჭირდა. 1 იანვარს სასწრაფოს 1724 გამოძახება დაფიქსირდა, მათ შორის საავადმყოფოში 312 ადამიანს დასჭირდა გადაყვანა. 2 იანვარს კი სასწრაფოს გამოძახების 1718 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 307 პაციენტის ჰოსპიტალიცაზია აუცილებელი გახდა.

მინდია აფციაური, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია