არხოტში 26 წლის მამაკაცი გაიყინა, რომელიც მესაზღვრეებისთვის ახალი წლის მისალოცად მიდიოდა

არხოტში 26 წლის მამაკაცი გაიყინა, რომელიც მესაზღვრეებისთვის ახალი წლის მისალოცად მიდიოდა

26 წლის ბარისახოელი ერეკლე ჭინჭარაული არხოტში გაიყინა. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჭინჭარაული ამღიდან მესაზღვრეებისკენ ახალი წლის მისალოცად მიდიოდა, როდესაც ყინულზე ფეხი მოუცურდა, მდინარე ასაში ჩავარდა და დასველდა. მათივე ინფორმაციით, ერეკლე ჭინჭარაული მასპინძელ პაატა წიკლაურთან ერთად, 2 იანვარს დილას ადრე, ამღიდან მესაზღვრეებისკენ ახალი წლის მისალოცად მიდიოდა, საზღვარი კი ამღიდან 9 კილომეტრშია. ერეკლე ჭინჭარაულის მესაზღვრეებამდე ჩაყვანას და ექიმების ვერტმფრენით არხოტამდე ჩაყვანას დიდი დრო დასჭირდა.

26 წლის ერეკლე ჭინჭარაული ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

არხოტელები აცხადებენ, რომ ხეობაში არც ტელეფონი არ იჭერს და არც ექიმი ჰყავთ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია