თურქეთში გარდაცვლილ ოთხ ქართველს საქართველოში სავარაუდოდ, ორშაბათს გადმოასვენებენ

თურქეთში გარდაცვლილ ოთხ ქართველს საქართველოში სავარაუდოდ, ორშაბათს გადმოასვენებენ

თურქეთში, სტამბოლის ზონის ქალაქ გებზეში გარდაცვლილ ოთხ ქართველს საქართველოში სავარაუდოდ, ორშაბათს გადმოასვენებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი სამი პირი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია, ერთი მათგანის კი მხოლოდ სახელია ცნობილი.

ასაშვილის განცხადებით, გარდაცვლილების გადმოსვენებაში ქართულ მხარეს თურქეთის მხარეც დაეხმარება.

"სარფამდე თურქების დახმარებით მოხდება გარდაცვლილების გადმოსვენება, სარფიდან კი ამას ქართული მხარე უზრუნველყოფს", - განაცხადა ასაშვილმა.

რაც შეეხება მოწამლულებს, გენერალური კონსულის განმარტებით, ისინი გებზეს საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ქართული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გარდაცვალება კუსტარულად დამზადებულმა ალკოჰოლურმა სასმელმა გამოიწვია, რომელიც თავად  დაამზადეს.

საქართველოს მოქალაქეების გებზეში მშენებლობაზე მუშაობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია