სტივენ სიგალი შვარცენეგერის კვალდაკვალ - მსახიობი გუბერნატორი ხდება

სტივენ სიგალი შვარცენეგერის კვალდაკვალ - მსახიობი გუბერნატორი ხდება

ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი არიზონას გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მსახიობმა ტელეარხ KNXV-TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც რეალითი-შოუს - "სტივენ სიგალი კანონის სადარაჯოზე" მიეძღვნა. რეალითი-შოუში სიგალი მაყურებლის წინაშე ლუიზიანას ერთ-ერთი ქალაქის შერიფის თანაშემწედ წარსდგა.

მსახიობის თქმით, მან არჩევნებში მონაწილეობის პერსპექტივები მარიკოპას ოლქის (არიზონა) შერიფ, ჯო არპაიოსთან უკვე განიხილა, რომელიც საკუთარ თავს "ამერიკის ყველაზე მაგარ შერიფს უწოდებს". თუმცა სიგალი უახლოეს დროში კენჭისყრას არ აპირებს. მისი თქმით, ამჟამად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცნობილი ამერიკელი მსახიობი პოლიტიკაში მიდის. არნოლდ შვარცენეგერი 2003-2011 წლებში კალიფორნიის გუბერნატორის პოსტს იკავებდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი პოლიტიკაში წასვლამდე, მსახიობი და ტელეწამყვანი იყო.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.