ჭომის მახლობლად ტყეში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები ხელით აქრობენ

ჭომის მახლობლად ტყეში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები ხელით აქრობენ

ქუთაისში, ჭომის დასახლების მახლობლად, ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები ხელით აქრობენ. ქუთაისის მერიის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია მიუვალია.

"შემთხვევის ადგილზე ჩვენი ორი ჯგუფი იმყოფება. ცეცხლი დაახლოებით 400 კვ. ტერიტორიაზე, წიწოვანსა და ნაძვის ხეებს უკიდია. მოსახლეობასთან ცეცხლის მისვლის საფრთხე არ არის, თუმცა ჩვენი ერთი მანქანა იქ მაინც დგას" , - ამბობს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე რამაზ ყიფიანი.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია