23 პა­ტიმ­რის სკან­და­ლუ­რი წე­რი­ლი: "მსჯავ­რ­დე­ბუ­ლე­ბი ჩაჰ­ყავთ კარ­ცერ­ში და სცე­მენ"

23 პა­ტიმ­რის სკან­და­ლუ­რი წე­რი­ლი: "მსჯავ­რ­დე­ბუ­ლე­ბი ჩაჰ­ყავთ კარ­ცერ­ში და სცე­მენ"

"ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და პა­ტი­მარ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე გი­ორ­გი თევ­ზა­ძემ სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის #19 ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სამ­კურ­ნა­ლო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის წე­რი­ლი მი­ა­წო­და, რო­მელ­საც უც­ვ­ლე­ლად გთა­ვა­ზობთ. წე­რილს ხელს 23 პა­ტი­მა­რი აწერს.

"მო­გახ­სე­ნებთ, რომ ვიმ­ყო­ფე­ბით ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სამ­კურ­ნა­ლო მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის #19 სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ჩვენ­თან არი­ან და­ა­ვა­დე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ფორ­მის კა­ტე­გო­რი­ე­ბი: "ემ­დი­ა­რე­ბი", "იქ­ს­დი­ა­რე­ბი", "ტე­დი­ა­რე­ბი", რომ­ლე­ბიც სამ­კურ­ნა­ლო პროგ­რა­მებ­თან ერ­თად სა­ჭი­რო­ე­ბენ გუ­ლის, თირ­კ­მე­ლე­ბის, ღვიძ­ლი­სა და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლებს, ასე­ვე, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებ­სა და და­მამ­შ­ვი­დე­ბელ პრე­პა­რა­ტებს. ვსვამთ პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ 14 პრე­პა­რატს, რო­მ­ლე­ბიც იწ­ვევს უძი­ლო­ბას და ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბას. ამ­ჟა­მად არა­ნა­ი­რი წამ­ლე­ბი არ გვეძ­ლე­ვა. დამ­ხ­მა­რე მე­დი­კა­მენ­ტებს, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ექი­მე­ბი გვი­წე­რენ. გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნით გვე­კუთ­ვ­ნის და რო­მელ­თა შე­ძე­ნაც აფ­თი­აქ­ში ჩვე­ნი სახ­ს­რე­ბით გვი­წევს. ის­მის კითხ­ვა - სად მი­დის ჩვე­ნი კუთ­ვ­ნი­ლი წამ­ლე­ბი?

მე­ტ­საც გეტყ­ვით, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ისევ იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი ჯა­ლა­თე­ბი, ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნაგ­რ­ძო­ბენ ბო­როტ საქ­მე­ებს: გა­ლია ჯმუ­ხა­ძე, ნო­ნა ჩაკ­ვე­ტა­ძე. ასე­ვე, არი­ან ახა­ლი კად­რე­ბი - ლა­ლი ცირ­და­ვა, თე­მურ და­დი­ა­ნი, მაია ჭო­ლა­ძე და გი­უ­ლი; სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სო­ბა: არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, ნა­თია ლან­დია, მა­რი­კა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი.

იზღუ­დე­ბა ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ექი­მე­ბი გულ­გ­რი­ლად ექ­ცე­ვი­ან მათ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას, იჩე­ნენ უყუ­რადღე­ბო­ბას, ავად­მ­ყო­ფო­ბას ვი­თომ გა­მო­იკ­ვ­ლე­ვენ და არას­წორ დი­აგ­ნო­ზებს სვა­მენ, რის შე­დე­გა­დაც, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა და გვი­წევს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა, რის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვაქვს. ასე­ვე ხში­რია პა­ტი­მარ­თა თვით­და­ზი­ა­ნე­ბი­სა და სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტე­ბი და მცდე­ლო­ბე­ბი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბით, აუტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბით და უყუ­რადღე­ბო­ბით.

გა­მო­დის, რომ თით­ქ­მის არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა: სა­ა­კაშ­ვი­ლის ბო­რო­ტი რე­ჟი­მი გრძელ­დე­ბა იმა­ვე მე­თო­დე­ბით - ავად­მ­ყოფ პა­ტიმ­რებ­ზე ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით. ექი­მე­ბი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცია აგ­რ­ძე­ლე­ბენ ჩვენს ტან­ჯ­ვა-წა­მე­ბას დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სე­ლის (სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე) მე­თა­უ­რო­ბით. ჩვე­ნი სატ­კი­ვა­რი გულ­თან არა­ვის მი­აქვს და უყუ­რადღე­ბო­ბით ხელს უწყო­ბენ ავად­მ­ყო­ფო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა-დამ­ძი­მე­ბას. გთხოვთ სას­წ­რა­ფო რე­ა­გი­რე­ბას და ავად­მ­ყოფ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას.

ხში­რად პა­ტიმ­რე­ბი კა­ნო­ნი­ე­რი მოთხოვ­ნე­ბის გა­მო მიჰ­ყავთ კარ­ცე­რებ­ში, ე.წ. კრი­ტებ­ში, გა­დაჰ­ყავთ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­ცა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი უნ­და იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. "ნა­სილ­კე­ბით" მოყ­ვა­ნი­ლი პა­ტიმ­რე­ბი ხში­რად გა­დაჰ­ყავთ ჩვენ­თ­ვის გა­ურ­კ­ვე­ველ ად­გი­ლას. ეს ყვე­ლა­ფე­რი დარ­ბა­ი­სე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ასე­თი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნეთ ესა­ჭი­რო­ე­ბათ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი კვე­ბა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან დი­ა­ბე­ტი­ა­ნი და კუჭ-ნაწ­ლა­ვით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბიც. ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნი­ე­რად ითხო­ვენ წამ­ლებს, ჩაჰ­ყავთ კარ­ცერ­ში, ადე­ბენ ბორ­კი­ლებს და სცე­მენ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი.

წე­სით, მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი არ უნ­და ხვდე­ბო­დეს კარ­ცერ­ში. გვინდა დავ­ძი­ნოთ, რომ დარ­ბა­ი­სე­ლი ცდი­ლობს შეზღუ­დოს ავად­მ­ყო­ფე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, კერ­ძოდ, პა­ტი­მარს არ ეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა, გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცია ექიმ­თან და გა­ერ­კ­ვეს პრობ­ლე­მებ­ში, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შეხ­ვ­დეს მთა­ვარ ექიმს...ჩვენ გვაქვს კა­ნო­ნი­ე­რი მოთხოვ­ნე­ბი, ვითხოვთ იმას, რაც გვე­კუთ­ვ­ნის, მაგ­რამ დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სელს სურს, ბო­ლომ­დე შეზღუ­დოს ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი, რის გა­მოც იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბით, მივ­მარ­თოთ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას. მო­ვითხოვთ, ამ საქ­მე­ში ჩა­ე­რი­ოს თქვე­ნი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი არა­სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბა და სას­წ­რა­ფოდ მოხ­დეს რე­ა­გი­რე­ბა.

რო­მელ კო­დექ­ს­ში წე­რია, რომ პა­ტი­მა­რი ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე უნ­და მი­იყ­ვა­ნონ?! და­ჟი­ნე­ბით მო­ვითხოვთ, აღიკ­ვე­თოს და შე­ჩერ­დეს ეს უმ­ს­გავ­სო­ბა".

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)