მასშტაბური ავარია: 15 ავტომობილი ერთმანეთს თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე შეეჯახა

მასშტაბური ავარია: 15 ავტომობილი ერთმანეთს თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე შეეჯახა

მასშტაბური ავტოავარია თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე - ძლიერი ნისლისა და მოყინული გზის გამო, რუისის მონაკვეთზე ერთმანეთს თხუთმეტამდე ავტომანქანა შეეჯახა. ორი მსუბუქად დაშავებული მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომაგისტრალი 2 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია, თუმცა ნისლი შენარჩუნებულია.

"მოყინულ გზაზე ერთმანეთს მანქანები შეეჯახა. დაახლოებით 7 მანქანა დაიმსხვრა. გაყინული იყო გზა, ამის ბრალი იყო...", - ამბობენ დაზარალებულები "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია