ჟერარ დეპარდიემ ბარში მყოფ სტუმრებს წყალი გადაასხა

ჟერარ დეპარდიემ ბარში მყოფ სტუმრებს წყალი გადაასხა

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე საზოგადოებას ექცენტრული საქციელით ხშირად აოცებს, ამჯერად იტალიაში "გამოიჩინა თავი".

ვარსკვლავი იტალიის ქალაქ ლეჩეში ისვენებს. როგორც ჩანს, მსახიობი სასტუმროში მდებარე ბარის სტუმრების ხმაურმა ძალიან გააღიზიანა. დეპარდიე რამდენჯერმე ჩავიდა ბარმენთან და სთხოვა, რომ მუსიკა ცოტა დაბალ ხმაზე დაეყენებინათ, რადგანაც ვერ იძინებდა. რასაკვირველია, დეპარდიეს მოთხოვნისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. როგორც თვითმხილველი ამბობს, ყველასთვის მოულოდნელად დეპარდიე ბარში ჩავიდა და იქ მყოფ სტუმრებს "თავზე წყალი გადაასხა". დეპარდიეს საქციელით აღშფოთებულმა ბარის მეპატრონემ პოლიციაში დარეკა.

"ვერ დავინახე თანაგრძნობა, საზრიანობა და პრობლემისადმი ინტერესი. ვწუხვარ ვარ უხეშობის გამო, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც მთელი ღამე ხმაური და ყვირილი გესმის", - განაცხადა მსახიობმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

მომზადებულია Corriere della Sera-ს მიხედვით.