სობჩაკი მაიამის აეროპორტის თანამშრომლებმა გააშიშვლეს

სობჩაკი მაიამის აეროპორტის თანამშრომლებმა გააშიშვლეს

რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს მაიამის აეროპორტის თანამშრომლებმა ის შემოწმებისას დაამცირეს. ტელეწამყვანმა განაცხდა, რომ თითებზე ფეთქებადი ნივთიერების კვალი აღმოაჩნდა, რის გამოც გააშიშვლეს და "ინტიმურ ადგილებზე" ეხებოდნენ. აშშ-ის ხელისუფლება მათი მისამართით ბრალდებებს უარყოფს.

"მაიამიდან გამოფრენისას ჩემს თითებზე "explosives detected"- ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. გამაშიშვლეს და ისე გამჩხრიკეს",-დაწერა სობჩაკმა Twitter-ში. განცხადებამ 250-ზე მეტი "რეთვითი" დააგროვა და ცხარე განხილვა გამოიწვია.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი თხოვნისა, სობჩაკმა პროცესის ფოტოების გამოქვეყნებაზე უარი თქვა, მაგრამ მოყვა, რომ მას "დიდი შავი ქალი" ეხებოდა. "დავიბენი",- დაიჩივლა სობჩაკმა.

Twitter-ში მან ივარაუდა, რომ ინციდენტი სპა-სალონში სტუმრობის შემდეგ მოხდა, რის შემდეგაც სხეულზე ზეთი დარჩა, რომელიც აეროპორტის მოწყობილობას შეეძლო ნარკოტიკებში არეოდა.

სიტუაციაზე კომენტარი აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველომაც გააკეთა. მათი თქმით, აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკისას ადამიანებს არ აშიშვლებენ.

აეროპორტის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ხანდახან "ხდება რომ ადამიანი რაღაცას შეეხო, რომელიც თუნდაც პიროტექნიკასთან და მსგავს მასალასთან იყო დაკავშირებული და ძაღლებმა ეს იყნოსეს".

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები