ინციდენტი პეკინზე: ნიგერიის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს (+4 ფოტო)

ინციდენტი პეკინზე: ნიგერიის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს (+4 ფოტო)

პეკინზე ნიგერიის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს. ერიკ უკანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას  ქალა-ტვინის ღია ტრავმა და სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის ახლა პალატაში მკურნალობს.

დაზარალებულის მეგობრები აცხადებენ, რომ მათზე თავდასხმები ბოლო პერიოდში გახშირდა და ისინი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი ფაქტების გახშირებას არ ადასტურებს, პეკინზე მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება მიმდინარეობს, - იუწყება "რუსთავი 2".

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია