რა გახდა გორის უსახლკაროთა თავშესაფარში მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა გორის უსახლკაროთა თავშესაფარში მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი

გორში, კომბინატის დასახლებაში, ახლადგახნილ უსახლკაროთა თავშესაფრის კარავში მცხოვრები მოქალაქე გარდაიცვალა. მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის ნათია ხაჩიურის განცხადებით, პირველადი ვერსიით, მოქალაქე ალკოჰოლური სასმელების ხშირი გამოყენების გამო ავადმყოფობდა და შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი, სწორედ  ალკოჰოლი გახდა.

"აღნიშნული პიროვნება ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. მას დაუძინია და ვეღარ გაუღვიძია. როგორც ჩვენ დაგადგინეთ ის ავადმყოფობდა კიდეც. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით. ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. მე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ის ისე ავად იყო, რომ შესაძლოა უფრო ადრეც გარდაცვლილიყო" - ამბობს ნათია ხაჩიური.

შეგახსენებთ, რომ ღამის საათებში კარვებში მცხოვრები მამაკაცები ალკოჰოლურ სასმელებს სვამდნენ, რასაც შემდგომ ჩხუბი მოსდევდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია