მიუსაფართა თავშესაფარში 60 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

მიუსაფართა თავშესაფარში 60 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, მიუსაფართა თავშესაფარში 60 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძვანელმა ზურაბ უტიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული პირი თავშესაფარში პატრულის თანამშრომლებმა 30 დეკემბერს მიიყვანეს. უტიაშვილის თქმით, ქალბატონი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

"პატრულმა ეს ქალბატონი კარავში ქუჩიდან შემოიყვანა. "კათარზისის" თანამშრომელი გუშინ საღამოსაც და დღეს დილით რვა საათზეც იყო შესული. წუხელ ნახეს ექიმებმაც. ჰქონდა გამონაყარი, გაუკეთეს ანტიალერგიული წამლები. კარგად იყო. დილითაც არაფერი არ ეტყობოდა, მაგრამ მოულოდნელად, დაახლოებით 09:00 საათისთვის გარდაიცვალა. ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს", - განაცხადა უტიაშვილმა.

ამასთან, გუშინ, გორში, კომბინატის დასახლებაში, უსახლკაროებისთვის მოწყობილ თავშესაფარში მამაკაცი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია