ჯესიკა ჩესტეინმა "დისნეის" მამაცი პრინცესას იმიჯი მოირგო

ჯესიკა ჩესტეინმა "დისნეის" მამაცი პრინცესას იმიჯი მოირგო

მსახიობმა ჯესიკა ჩესტეინმა მულტფილმის - "მამაცი გულით" გმირის, შოტლანდიელი პრინცესა მარიდას იმიჯი მოირგო. "დისნეის" პარკების სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებული ფოტო "სადაც თქვენი ბედი გელოდებათ" "დისნეის" ვარსკვლავური გალერეის Disney Dream Portrait-ის ნაწილი გახდება.

გადაღებებამდე ერთი დღით ადრე ახალ იმიჯზე ჩესტეინმა შოუ Entertainment Tonight-ში ისაუბრა.

"ეს თანამედროვე პრინცესაა. ჯიუტი, მხიარული და ვნებიანი. პრინცესა თანამედროვე გოგონებისთვის მისაბაძია", - აღნიშნა მსახიობმა.

ფოტოგრაფი ანა ლეიბოვიცი დისნეის მულტფილმების გმირების იმიჯის შექმნაზე სხვა მსახიობებთანაც მუშაობდა. მისი წყალობით სკარლეტ იოჰანსონი კონკია გახდა, ოლივია უაილდმა - ზღაპარიდან "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" ბოროტი დედოფლის იმიჯი მოირგო. ჯესიკა ბილი პოკაჰონტასად იქცა, ხოლო დევიდ ბექჰემი - პრინც ფილიპად, რომელიც ზღაპარ "მძინარე მზეთუნახავის" პერსონაჟია.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო