თბილისში 19 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თბილისში 19 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე წუხელ ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე 118-ე მუხლით აღიძრა , რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის შედეგადაც 19 წლის ახალგაზრდა ფეხში მსუბუქად დაიჭრა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

ჯერ უცნობია, დაკავებულია თუ არა ახალგაზრდის დაჭრაში ეჭვმიტანილი.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია