თემო მჟავია ვაჟის მამა გახდა - ფოტო სამშობიაროდან

თემო მჟავია ვაჟის მამა გახდა - ფოტო სამშობიაროდან

29 დეკემბერს თემო მჟავია ვაჟიშვილის მამა გახდა და ახალი წელი პატარა დანიელთან ერთად იზეიმა.

- თემო, გილოცავ ვაჟკაცის დაბადებას. როგორ განწყობაზე ხარ?

- მშობიარობას დავესწარი და ცოტა დაბნეული ვარ, არ მეგონა მშობიარობა ასეთი რთული თუ იყო. საახალწლოდ უკვე პატარა დანიელი შემოგვემატა.

- სახელი ვისი შერჩეულია?

- დანიელი ის ერთადერთი სახელია, რაზეც მე და ნასტია არ ვჩხუბობთ და შევჯერდით.

- ვინ ეხმარება შენს მეუღლეს?

- ჩემი სიდედრი.

მსახიობმა ნასტია დივა 2012 წლის აგვისტოში გაიცნო. ნასტია რეკლამის სპეციალისტია. წყვილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მერე აღმოაჩინეს, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. თემოს მძიმე ავარიის შემდეგ ნასტია გვერდიდან აღარ მოშორდა და ბოლოს დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს.

ambebi.ge ულოცავს წყვილს დანიელის მოვლინებას.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო