შვედი მეცნიერები საშვილოსნოს გადანერგვის საშუალებით ქალებს დაფეხმძიმების საშუალებას აძლევენ

შვედი მეცნიერები საშვილოსნოს გადანერგვის საშუალებით ქალებს დაფეხმძიმების საშუალებას აძლევენ

ის ქალები, რომლებიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადნენ, ან საშვილოსნო ამოაჭრეს, შვედი მეცნიერების წყალობით, დედობის ბედნიერებით დატკბებიან.

საშვილოსნოს დონორის წყალობით მომავალ წელს შესაძლოა, პირველი ბავშვი დაიბადოს - 9 უშვილო ქალმა უკვე მიიღო ტრანსპლანტანტები. ქალებს, რომლებიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადნენ, ან გარკვეული მიზეზის გამო საშვილოსნო ამოაჭრეს, დონორად მხოლოდ უახლოესი ნათესავები ჰყავთ. ახალი საშვილოსნოს დონორად გამოდგება ან პაციენტის დედა, ან ცოცხალი ნათესავი, რომელსაც უკვე ჰყავს საკუთარი შვილი.

თუმცა, მეცნიერთა შორის აზრი ორად გაიყო; ზოგიერთი გინეკოლოგი ცოცხალი ადამიანის საშვილოსნოს დონორად გამოყენებას არ ეთანხმება. ქირურგების ნაწილი ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის ცოცხალი დონორის გამოყენება მიზანშეწონილი არაა; მათი აზრით, უმჯობესია, ტრანსპლანტაციისთვის გარდაცვლილი დონორი გამოიყენონ.

"ეს ქირურგიაში ახალი მიდგომაა. ქალები, რომლებმაც ახალი საშვილოსნო მიიღეს, თავს კარგად გრძნობენ და ხელოვნური განაყოფიერების წყალობით მალე დაფეხმძიმდებიან, მაგრამ წარმატების გარანტია არ არსებობს", - ამბობს გეტებორგის უნივერსიტეტის ექიმი მატს ბრანსტრომი.

თუმცა, პროფესორი ლორდ უინსტონი გინეკოლოგებს სთხოვს, რომ მსგავსი მკურნალობის შემთხვევაში ქალებს აუხსნან, თუ რა რთულ არჩევანს აკეთებენ.

"რისკი ძალიან დიდია და ზოგიერთმა ქალმა შესაძლოა ბავშვი ვეღარასდროს გააჩინოს", - ამბობს უინსტონი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ოპერაციის მთავარი მიზანი წარმატებული მშობიარობა და ჯანმრთელი ჩვილის გაჩენაა. შეგახსენებთ, მსოფლიოში პირველად საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია 2000 წელს საუდის არაბეთში ჩატარდა. თუმცა, ქალის სხეულმა დონორის ორგანო ვერ მიიღო. 2011 წელს თურქმა ექიმებმა გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს, მაგრამ პაციენტს, 22 წლის დერია სერტს, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, ფეხმძიმობის მეოთხე თვეში მუცელი მოეშალა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია

რატომ ყრიან სარეცხ ფხვნილს მტვერსასრუტში გამოცდილი დიასახლისები

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ