სტიქაროსანი ვასო ფხაკაძე

სტიქაროსანი ვასო ფხაკაძე

მსახიობი და იუმორისტი, ვასო ფხაკაძე მაყურებელს ბევრ ამპლუაში უნახავს, თუმცა ფოტო, რომელიც ახლახანს სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მისი ახალი ინტერესების შესახებ მეტყველებს. ფოტოში, რომელიც ერთ-ერთ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს არის გადაღებული, ვასო სტიქაროსანის ფორმაშია.

"ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეკლესიამდე რაიმე განსაცდელმა მიმიყვანა. იქ სიყვარულით მივედი. წლების წინ ერთი გოგო მომწონდა, რომელიც საკმაოდ ეკლესიურად ცხოვრობდა და მეც მომაქცია, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი. თორემ მანამდე ვერ ვიტყვი, რომ ყოველ შაბათ–კვირას წირვაზე დავდიოდი და ეკლესიურად ვცხოვრობდი. ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეკლესიურად ვიცხოვრო," - ამბობს ვასო ფხაკაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო