ცისანა სეფიაშვილი ბებიობისთვის ემზადებოდა და მეოთხე შვილის დედა გახდა

ცისანა სეფიაშვილი ბებიობისთვის ემზადებოდა და მეოთხე შვილის დედა გახდა

13 იანვარს მომღერალი ცისანა სეფიაშვილი მეოთხე შვილის დედა გახდა. მომღერალმა ახალშობილს ნინა დაარქვა.

"ნინა მართლაც ღვთის საჩუქარია და ვარ უბედნიერესი, რომ პატრიარქის ნათლული იქნება. ბებიობისთვის ვემზადებოდი და დედა გავხდი. უფროსი შვილი 18 წლის მყავს. ამ ასაკში დედობა სულ სხვა შეგრძნება ყოფილა. პატარა სათამაშოთი ვბრუნდები სახლში", -ამბობს ცისანა სეფიაშვილი.

Ambebi.ge ულოცავს ცისანას პატარა ნინას დაბადებას.