"ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვების" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვების" პრეზენტაცია გაიმართა

ვაჟა-ფშაველაზე, "ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში ირაკლი კაკაბაძის წიგნის "მარგინალური ბოდვები" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა.

პრეზენტაციას ირაკლი კაკაბაძის მეგობრები და წიგნის შეძენის მსურველები ესწრებოდნენ. პრეზენტაციას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი და წიგნის რედაქტორი ნინო დეკანოსიძე უძღვებოდა.

როგორც ნინო დეკანოსიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვები" სულაც არ არის ბოდვები. ნინო დეკანოსიძემ ისაუბრა, თუ როგორ მივიდა ირაკლი კაკაბაძე გამომცემლობაში და წიგნის გამოცემის იდეა შესთავაზა. მისი თქმით, წიგნი არის ეკლექტიკური ჟანრისა, მრავალფეროვანია და დღიურის ფორმისაა.

წიგნი მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ირაკლი კაკაბაძე ტრაგედიის თანამონაწილე. კერძოდ, მან ერთ დღეს გაიცნო იარაღით მოვაჭრე ადამიანები. ეს მაფიოზური ორგანიზაცია გარკვეულწილად საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ნინო დეკანოსიძემ ასევე აღნიშნა, რომ წიგნი თავისი დიზაინითაც განსხვავებულია. დღიურს ხელნაწერის სახეც შენარჩუნებული აქვს და ავტორის კალიგრაფიის მოხაზულობაში მისი განცდაც ჩანს.

ირაკლი კაკაბაძემ გამომცემლობა "პალიტრა L"-ში თავისი წიგნის ელექტრონული ვერსია მიიტანა. წიგნის წინასიტყვაობა მწერალ ნაირა გელაშვილს ეკუთვნის.

ირაკლი კაკაბაძის განცხადებით კი, მისი დღიური სავსეა ფოტო და დოკუმენტური მასალით. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წიგნს დღიურის სახე ჰქონოდა და ამ სახით დაბეჭდილიყო. მასში დოკუმენტურად არის აღწერილი 2004 წლიდან მოგონებები. მისივე თქმით, მკითხველმა თავად განსაზღვროს, სად არის მწერლის რეალობა და გამონაგონი.

ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვები" 2008 წლის 11 სექტემბრის ჩანაწერით იწყება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს