ადიგენში 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ

ადიგენში 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ

სამი დღეა, დაბა ადიგენში მცხოვრებ 17 წლის სოსო ბალახაშვილს სამართალდამცველები და ოჯახის წევრები ეძებენ. ახალგაზრდა სახლიდან 14 იანვარს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრების თქმით, სახლიდან დილის თერთმეტ საათზე გასულ ახალგაზრდას 14 იანვარი, ძველით ახალი წელი მეგობრებთან ერთად უნდა აღენიშნა. თუმცა, არც საღამოს და არც მეორე დღეს იგი სახლში აღარ დაბრუნებულა.

მოგვიანებით, ოჯახმა გაარკვია, რომ სოსოს მეგობრებს 14 იანვარი არ აღუნიშნავთ.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია