მდინარე ცივში 65 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე ცივში 65 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამდღიანი ძებნის შედეგად, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში, მდინარე ცივში 65 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, სენაკისა და ხობის სამაშველო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა მიხეილ კორკელიამ განაცხადა, სამძებრო სამუშაოებს მდინარეში ცუდი ხილვადობა აფერხებდა.

შეგახსენებთ, რომ 65 წლის შუქრი წოწერია მდინარე ცივში 15 იანვარს გადავარდა. ის მდინარეზე ცხენით გადადიოდა, რა დროსაც ხიდიდან გადავარდა და წყალში დაიხრჩო. მასთან ძმა იმყოფებოდა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია