ქართველი საპრეზიდენტო კანდიდატისა და აფხაზი ქალის სიყვარულის ისტორია - რატომ გახდა შეუძლებელი ირაკლი კაკაბაძის მწერლობა საქართველოში

ქართველი საპრეზიდენტო კანდიდატისა და აფხაზი ქალის სიყვარულის ისტორია - რატომ გახდა შეუძლებელი ირაკლი კაკაბაძის მწერლობა საქართველოში

ახლახანს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ირაკლი კაკაბაძის ახალი წიგნი გამოსცა. "მარგინალური ბოდვები" უჩვეულო ფორმითა და სტილით, ჟანრის თვალსაზრისით დღიურია, იმავდროულად - დოკუმენტური პროზის ნიმუში და მხატვრული ტექსტი.

ფილოსოფოსი მამის, ზურაბ კაკაბაძისა და კინოკრიტიკოსი ნათია ამირეჯიბის ოჯახში დაბადებულმა ირაკლი კაკაბაძემ თბილისის 1-ლი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსისტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. თავისი პირველი ნაწარმოებები 18 წლის ასაკში შექმნა. ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები და მისი ცნობილი ნოველა "ალეგრო, ანუ ერთი წლის ქრონიკა", რომელიც 1990 წელს ამ ავტორის დებიუტად ითვლება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში. მან ამ ნოველაში ჟურნალ "ცისკრის" მიერ დაწესებული პრიზი მიიღო - საუკეთესო დებიუტისათვის. ირაკლი ამერიკაშიც აქტიურად წერდა და მას შემდეგ დღემდე, მისი კიდევ რამდენიმე ნაწარმოები გამოიცა. სანამ ჩვენი საუბარი ახალ წიგნს შეეხებოდა, "წიგნის მოყვარულთა კლუბის" სტუმარს უპირველესად ვთხოვე გაეხსენებინა ის ადამიანები, რომლებიც ურჩევდნენ, რა წაეკითხა ბავშვობაში და მისი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ.

- ჩემს გარშემო ბევრი ასეთი ადამიანი იყო. ცხადია, ესენი, პირველ რიგში, ჩემი მშობლები იყვნენ. ასევე - ლიტერატურის პედაგოგი ასმათ ჯიქია. ბიძები, ბიცოლაჩემი, მამას მეგობრები და მათ შორის უპირველესად თამაზ ბუაჩიძე - დიდი ქართველი ფილოსოფოსი. 12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. წიგნების შესახებ პირველადი ინფორმაცია მისგან მქონდა. მამაჩემი ფილოსოფოსი გახლდათ, რომელიც მოღვაწეობდა ე.წ. პოსტმოდერნის ფილოსოფიის ხანაში, ლიტერატურის დიდი მოყვარული იყო და თავადაც წერდა. მისი გარდაცვალების შემდე, რჩევის თვალსაზრისით, ეს ადამიანები ბიძები - ნოდარ კაკაბაძე და ჭაბუა ამირეჯიბი გახდნენ. თაზო ბუაჩიძემ დიდი როლი ითამაშა ჩვენს ჩამოყალიბებაში. ის გვირჩევდა, რა გვეკითხა. სხვათა შორის, აბიტურიენტობის დროს მასთან დავდიოდით მე, დიმა მამულია და გიორგი მარგველაშვილი. შემდეგში პირველივე კურსიდან მის არაჩვეულებრივ ლექციებს ვესწრებოდით. მე და გიორგი დავდიოდით ვახტანგ ბერიძის ლექციებზეც, რომელიც კითხულობდა ქართული ხელოვნების ნიმუშების ისტორიას...

- დღეს უმთავრესად რა ჟანრს კითხულობთ?

- ერთ-ერთი ბოლო, რაც წავიკითხე, ტონი ნეგრის პიესები იყო. ახლა აქტიურად ვმუშაობ ტრანსფორმაციული თეატრისა და პოლიფონიური დისკურსის მიმართულებით და ამიტომ ჩემი ინტერესიც ამ საკითხს უკავშირდება. დღეს ბევრი საინტერესო მწერალია: ჯაკ რანსიერი, ალენ ბადიუ, მაიკლ ჰარტი, ჟიჟიეკი...

- უამრავი ავტორის მიერ ხელმოწერილი წიგნი გექნებათ ოჯახში და თქვენ თუ უკეთებთ ერთმანეთს ასეთ საჩუქრებს?

- რა თქმა უნდა, დღემდე ასეა და ახლაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვის რა წიგნს ვუყიდი. ბედნიერი ვარ, რომ სახლში მაქვს სხვადასხვა საინტერესო ავტორის მიერ ხელმოწერილი წიგნები.

- თქვენს შემოქმედებაზე ვისაუბროთ, რა პერიოდულობით გამოიცემოდა თქვენი წიგნები?

- ჩემს პირველ წიგნს "თაიმ სკვერი, დროთა მოედანი" ერქვა. მეორე გამოქვეყნებული წიგნი იყო "ალეგრო, ანუ ერთი წლის ქრონიკა", რომელმაც ჟურნალ "ცისკრის" პრემია მიიღო საუკეთესო დებიუტისთვის. ეს წიგნი ასახავდა ჩვენი თაობის ყველაზე მტკივნეულ პრობლემას – ნარკომანიას და საზოგაოდება ორგვარად შეხვდა. მას რეზო ინანიშვილის ციტატა ახლდა, სადაც წერდა, ირაკლი კაკაბაძე ნამდვილი მწერალია, გაბერილი გულით და აკანკალებული ხელებითო. ეს ჩემთვის დიდი პატივი და კომპლიმენტი იყო... ამას მოჰყვა, "თანაგრძნობის სიმღერა", რომელშიც ამერიკაში დაწერილი მოთხრობები შევიდა. შემდეგი წიგნი

2005 წელს გამოვიდა - პიესა "კანდიდატი ჯოყოლა". ეს იყო ქართველი პრეზიდენტობის კანდიდატი კაცისა და აფხაზი ქალის სიყვარულის ისტორია, რომელსაც ძალიან ცუდად შეხვდა მაშინდელი მთავრობისა და ლიტერატურის ისტებლიშმენტი. ამის შემდეგ ჩავთვალე, რომ საქართველოში ჩემი მწერლობის გაგრძელება რთული იყო და მეტიც, შეუძლებელი. წიგნი პატარა ტირაჟით გამოიცა, დახლებზე დაიდო, მაგრამ მალევე გაქრა. მასზე ლაპარაკის ჩამოგდებაც კი შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ "კანდიდატი ჯოყოლა" 2009 წელს ამერიკელებმა გამოსცეს

იხილეთ სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს