სასწაული, რომელიც მდინარე იორდანეში ნათლისღების დღეს ხდება (+ვიდეო)

სასწაული, რომელიც მდინარე იორდანეში ნათლისღების დღეს ხდება (+ვიდეო)

ყოველი წლის 19 იანვარს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას. ინტერნეტში სასწაულის ამსახველი არაერთი ვიდეო ვრცელდება. უფლის ნათლისღების დღეს იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს. მორწმუნეების მტკიცებით, ჯვრის მესამედ შთაფვლისას მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება.

მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

წმინდა სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".