თავდასხმა მარგველაშვილის პრესმდივანზე თურქეთში - სოფო ჯაჯანაშვილის პირველი კომენტარი

თავდასხმა მარგველაშვილის პრესმდივანზე თურქეთში - სოფო ჯაჯანაშვილის პირველი კომენტარი

საქართველოსა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელს სოფო ჯაჯანაშვილს თურქეთში თავს დაესხნენ. მომხდარის შემდეგ პირველი კომენტარი სოფო ჯაჯანაშვილმა "ინტეპრესნიუსთან" გააკეთა, რომელშიც მან მომხდარი დაადასტურა. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

სოფო ჯაჯანაშვილი თურქეთში საქართველოს პრეზიდენტს ახლავს. დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. ინფორმაცია და სოფო ჯაჯანაშვილზე თავდასხმის ამსახველი ფოტოები თურქულმა მედიამ გაავრცელა.

როგორც თურქული მედია იუწყება, ქალი, რომელმაც სოფო ჯაჯანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თურქეთის პრეზიდენტის სასახლის მოსაცდელ დარბაზში იმყოფებოდა. უცნობი ქალბატონი თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან თხოვნის გადასაცემად იყო მისული. ამასთან, თურქული მედიის ცნობით, ქალბატონს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია