მარგველაშვილის პრესმდივანზე თურქეთში მომხდარი თავდასხმის დეტალები - "თავდამსხმელი ძლიერი სულიერი აღელვების გამო ვერ აკონტროლებდა აგრესიას"

მარგველაშვილის პრესმდივანზე თურქეთში მომხდარი თავდასხმის დეტალები - "თავდამსხმელი ძლიერი სულიერი აღელვების გამო ვერ აკონტროლებდა აგრესიას"

საქართველოსა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელს სოფო ჯაჯანაშვილს თურქეთში თავს დაესხნენ, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობი იყო. რამდენიმე წუთის წინ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე შალვა რამიშვილმა გამოაქვეყნა:

"სოფო ჯაჯანაშვილს შეემთხვა მცირედი ინციდენტი, რომლის ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტისთვის წერილის გადასაცემად მისული ქალბატონი იყო. ქალბატონი ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ვერ აკონტროლებდა აგრესიას და მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოფოს, რომელთანაც საერთოდ არ ჰქონია არანაირი შეხება. ამ ქალბატონის საქციელი არ იყო წინასწარ დაგეგმილი.

სოფო ჩვენი დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებს ვიზიტის გაშუქებაზე მუშაობას. აღნიშნული მცირედი ინციდენტი ამოწურულია", - წერს შალვა რამიშვილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია