198-ე საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა

198-ე საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა

თბილისში მდებარე 198-ე საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, ბაღის შენობიდან დროულად განხორციელდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და აღმზრდელების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია